Author Archives: Tamta

ბედის ბანქო – 8 აგური

(19 იანვარი, 17 თებერვალი, 15 მარტი, 13 აპრილი, 11 მაისი, 9 ივნისი, 7 ივლისი, 5 აგვისტო, 3 სექტემბერი, 1 ოქტომბერი) 8 აგური მზის კარტია. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატების მწვერვალს, მათ ყოველთვის პატივს სცემენ, მათი დიდებულება და ლიდერის თვისებები ყოველთვის იწვევს სხვებში აღტაცებას, მაგრამ თუ ვერ დაძლევს საკუთარ ამბიციებზე დამოკიდებულებას არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს „კარტი“ გადაიქცეს ტირანად. Read More »

ბედის ბანქო – 8 გული

(31 აგვისტო; 29 სექტემბერი; 27 ოქტომბერი; 25 ნოემბერი; 23 დეკემბერი) ემოციური ძალის ბანქო ისევე როგორც ყველა რვიანი, ამ ბანქომაც თავის მფლობელს უნდა ასწავლოს ბოძებული სიყვარულის ძალის გაცნობიერებული გამოყენება და პასუხისმგებლობის აღება ამ ქმედებაზე. რაღაცით 8 გული ძალიან გავს 10 გულს. Read More »

ბედის ბანქო – 8 ჯვარი

(28 მარტი, 26 აპრილი, 24 მაისი, 22 ივნისი, 20 ივლისი, 18 აგვისტო, 16 სექტემბერი, 14 ოქტომბერი, 12 ნოემბერი, 10 დეკემბერი) 8 ჯვარი გონებრივი ძალის კარტია. ეს ერთ-ერთია სამი ფიქსირებული კარტიდან (ორი მათგანია – მეფე ყვავი და ვალეტი გული, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან დიდი გონებრივი შესაძლებლობებით, ძალიან ძლიერი და ჯიუტი ბუნების „კარტია“, მათი გადარწმუნება, აზრის შეცვლა რაიმე საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ თავს ინტელექტუალურ სფეროში, მათ შორის არიან შესანიშნავი ადვოკატები, ცნობილი ქიმიკოსები, კონსტრუქტორები და ფიზიკოსები. Read More »

მინერალოგია – გიშერი (გაგატი)

გიშერს კავკასიის ქვეყნებში უწოდებენ, ქვის გავრცელებული სახელწოდებაა – გაგატი. ასევე, მისი ერთ-ერთი ძველი სახელწოდებაა შავი იასპი. გიშერი მურანახშირთა ჯგუფს მიეკუთვნება და ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ტერიტორიულად მოიპოვებენ კავკასიაში (მაგ: საქართველოში, ქუთაისში), ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ა.შ.შ.-ის იუტასა და კოლორადოს შტატების ტერიტორიაზე. პლინიუსის ცნობების მიხედვით გაგატი აზიის ერთ-ერთი მდინარის სახელწოდების გამო ეწოდა. Read More »

იუდას სახარება

იუდას სახარება  მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი აპოკრიფული (Etym. ბერძ. apókryphos „დამალული“, „შორეული“) წიგნია, რომელიც არაკანონიკურადაა აღიარებული. Read More »

ვერძი და კურო

ზემოთ,სადაც სულ რაღაც წუთის წინ სიმშვიდე სუფევდა, ჰაერში ყვირილისა და იარაღის ხმამ გაიჟღერა. ქვემოთ სიჩუმე გამეფდა. Read More »

ურთიერთობათა ტიპები პირადი რუკის მიხედვით

Борис Щитов-მა და მისმა კოლეგებმა პირადი რუკების დახმარებით ურთიერთობათა ტიპები   გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირად რუკაში აისახება სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა: სიყვარული, მეგობრობა, მფარველობა, კონკურენცია, მასწავლებელ-მოსწავლის როლი და ა.შ. ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში იგულისხმება ერთი ადამიანის რუკის პლანეტის ასპექტი მეორის პირადი რუკის პლანეტასთან. რა თქმა უნდა, დადებითი ასპექტები (ტრინი, სექსტილი, ზოგჯერ შეერთება) ურთიერთგაგებაზე მეტყველებს, ხოლო უარყოფითი ასპექტები (კვადრატი და ოპოზიცია, ზოგჯერ შეერთებაც) – სირთულეებზე. თუ ასპექტი არაა – ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა ნაკლებად ან საერთოდ არაა მოსალოდნელი. Read More »

მინერალოგია – აქვამარინი

აქვამარინი ბერილის სახესხვაობაა. თავად ტერმინი პირველად მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს.  სახელწოდება ლათინური „aqua marina”-სგან მომდინარეობს და  „ზღვის წყალს“ ნიშნავს. მისი შეფერილობა რკინის იონების შემცველობითაა გამოწვეული და მომწვანო-მოცისფრო ელფერი დაკრავს. მზის გავლენის შემთხვევაში შესაძლოა გაღიავდეს. აქვამარინის გარჩევა ჭირს ბუნებრივი ცისფერი ტოპაზისა და სინთეტური კვარცისგან. Read More »

მინერალოგია – ალექსანდრიტი

ალექსანდრიტი ქრიზობერილის ნაირსახეობაა. განათების მიხედვით ფერს იცვლის. დღის შუქზე ბევრად ღიაა. მინერალს სახელწოდება 1842 წელს უწოდეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის საპატივცემულოდ. მეორენაირად ალექსანდრიტს „ურალის ქრიზობერილად“ მოიხსენიებენ. მოგვიანებით მინერალი ბრაზილიაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ა.შ.შ.-ის ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. Read More »

ბედის ბანქო – 7 ჯვარი

(29 მარტი, 27 აპრილი, 25 მაისი, 23 ივნისი, 21 ივლისი, 19 აგვისტო,  17 სექტემბერი, 15 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 11 დეკემბერი) 7-იან ჯვარი სულიერი ცოდნის კარტია. ყველა 7-იან ჯვარი სულიერად მაღალგანვითარებულია. მოუსვენარი, დინამიური, ძალიან მოძრავი ადამიანები არიან. მათ უნდა მოახდინონ დამოუკიდებლად (სხვების დახმარების გარეშე) ხასიათის უარყოფითი თვისებების დადებითად გარდაქმნა.  ცხოვრებაში ამ „კარტს“ მოუწევს საკუთარი თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა. საწინააღმდეგო შემთხვევაში უამრავი უსიამოვნება ელის. Read More »

Scroll To Top