Author Archives: Tamta

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება. ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას? როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ... Read More »

რიცხვების მაგია და ზოდიაქოს ნიშნები

არსებობს მრავალი ხერხი, იმისა, რომ გავიგოთ რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, რა ამოცანა გვაკისრია, რისკენ უნდა ვისწრაფოთ, რა უნდა გამოვასწოროთ. ერთ-ერთი ასეთი ხერხია რიცხვების მაგია, იგი დაგვეხმარება შევიცნოთ ჩვენი თავი და გავერკვეთ ჩვენს ბედ-იღბალში. ამისთვის  დაბადების დღე, თვე და წელი  გვინდა. მაგ: 15 ოქტომბერი 2010 წელი 1+5+1+0+2+0+1+0=10 ნუმეროლოგია განიხილავს მხოლოდ ერთნიშნა ციფრებს, გამონაკლისს წარმოადგენს 10; 11; 12; 13; ახლა განვიხილოთ რიცხვების მნიშვნელობები. ერთიანი – ზოდიაქოს ნიშნით განეკუთვნება ვერძს, იგი პასუხობს პიროვნების საზოგადოებაში მოვლინებას, წარდგენას, ამ შემთხვევაში არ ღირს ჩრდილში ყოფნა, უნდა ეძებოთ ახალი გზები, გახდეთ ლიდერი. მუდმივი წინსვლა, როგორც პირად ისე სოციალურ სფეროში, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სწორი გზით მიდის. რჩევა- ... Read More »

ნუმეროლოგია და პლანეტები

“რიცხვები ქმნიან ყოველივეს” – პითაგორა ავესტური ასტროლოგია წლების მანძილზე აკვირდება მზის სისტემის პლანეტების გავლენას ადამიანებზე. თითოეული პლანეტა შეესაბამება კონკრეტულ რიცხვს და ისინი განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელნი არიან. იმისათვის, რომ გაიგოთ რომელი პლანეტა და ციფრები ახდენენ თქვენზე გავლენას საჭიროა დააჯამოთ დაბადების დღის, თვისა და წლის მაჩვენებლები. მაგ : 19 ნოემბერი 1990 წელი 1+9+1+1+1+9+9+0=31=3+1=4 პლანეტა მერკური ნებისმიერი მიღებული რიცხვი უნდა დაიყვანოთ ერთნიშნამდე. გამონაკლისია : 10; 11; 22; 33; ისინი არ ჯამდება. 1 – მზე მზე ასტროლოგიაში სიცოცხლის, ახალი საწყისის სიმბოლოა, ის ქმნის აყალიბებს პიროვნების შინაგან ბუნებას და წარადგენს საზოგადოების წინაშე. ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევით? ეს სწორედ მზის დამსახურებაა. ერთიანის გავლენით თქვენ აქტიური, ძლიერი, ... Read More »

ბედის ბანქო – ტუზი აგური

(26 იანვარი, 24 თებერვალი, 22მარტი, 20 აპრილი, 18 მაისი, 16 ივნისი, 14 ივლისი, 12 აგვისტო, 10 სექტემბერი, 8 ოქტომბერი, 6 ნოემბერი, 4 დეკემბერი)  ტუზების ზოგადი მიმოხილვა  პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ  სქესის მიუხედავად, ნებისმიერი ტუზი მამაკაცურ საწყისს გამოხატავს, მათ მშვენივრად ესმით თუ რა არის ცხოვრებაში იდეების ხორცშესხმა. მუდამ შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულნი, ენერგიას უმაღლესი ძალებისგან იღებენ, წინ მიიწევენ და მუდამ რაღაც ახალს ქმნიან. მოსწონთ, როდესაც მათი იდეები ცხოვრებაში ხორელდება. უდიდესი თვითსრულყოფის სურვილისა და მუდმივი დროის უკმარისობის გამო მოლოდინების ატანა არ აქვთ. ტუზებს გააჩნიათ უდიდესი ენერგია, არ ელოდებიან მოვლენების თავისთავად განვითარებას, მუდამ მზად არიან რაიმეს შესაქმნელად. Read More »

პროზერპინას ასპექტები

პროზერპინას ასპექტები პროზერპინა–მზე პროზერპინას მზესთან ასპექტები უთითებენ და უჩვენებენ ახსნაზე. ისინი პასუხს აგებენ კითხვის დასმაზე, დასმულ კითხვაზე _ რატომ ხდება ასე და არა ისე? ასე უნდა იყოს თუ ისე? ყოფნა თუ არ ყოფნა? და თუ ყოფნა, მაშინ რა პირობებით და როგორ? “მასწავლებელი კლასს საშინაო დავალებას კარნახობს” კანონის გაგება, ჩაწვდომა და ცხოვრებაში მისი გატარება წყდება მატერიალური ქმნითა და ობიექტის განადგურებით. ტიპიური პროზერპინა–მზის სიტუაცია – მუნიციპალური ხელისუფლების თათბირი, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში არსებულ უწესრიგობასთან. ამ ენერგიაზე (პროზერპინა–მზის ენერგია) მუშაობს მეანი (ბებიაქალი), რომელიც ხელმძღვანელობს მშობიარობის მიღებას; თუ მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს, ის ამ ენერგიას წარმართავს და გამოჰყავს “ობიექტი” მზე–პროზერპინას ენერგიაზე. პროზერპინა–მზის ენერგიაზე  ხდება ესკიზური პროექტის ... Read More »

პროზერპინას მდებარეობა სახლებში

შეუქცევადი პროცესები და ხარისხობრივი გარდაქმნები ადამიანის ცხოვრებაში, მაგალითად, დაჩქარება და შენელება, ფორმის გარდაქმნის შესაძლებლობები, ტოტალური ცხოვრებისეული რეფორმები ან/და განადგურებები, ზრდის პროცესების შენელება, ტრანსფორმაცია, გაუარესება. რამდენადაც პროზერპინა საკმაოდ ნელა მოძრაობს, ერთი ნიშნის გავლას 60 და მეტი წელი სჭირდება, ამიტომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ უფრო მეტად არა ნიშანში მდებარეობას, არამედ რუკის მიხედვით რომელ სახლში გყავთ. I სახლი: დადებით მხარე: პიროვნების ცვლილება, ზებუნებრივი სიცოცხლისუნარიანობა, ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენა, ვიზუალური მხარის ცვლილება, ხშირია რეგენერაციის შესაძლებლობა, სიბერეში ნიჭის გამოვლენა, წარსულის მკვეთრი გახსენება (ზუსტი მახსოვრობა და წარსულის ზუსტად აღდგენა), ადამიანს შეუძლია ჭკუა მოიხმაროს, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვოს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეატრიალოს. უარყოფითი მხარე: პიროვნების ნგრევა, დეგენერაცია, სულის ... Read More »

პროზერპინა ზოდიაქოს ნიშნებში

პროზერპინა ქალწულში 1857-1917 (ქალწულის ნიშანში 61 წელი დაჰყო) პროზერპინა თავის დღის სამყოფელში მერკურთან ერთად, მერკურის ეგზალტაციის ნიშანში, მიწის სტიქიაში. გამოვლენილია ხარისხობრივი ნახტომი საზოგადოების ცნობიერებაში, ტექნიკური გადაიარაღება, მედიცინის გარდაქმნა. მნიშვნელოვანი წარმატებები მოხდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (პროზერპინა მართავს ქიმიურ გარდაქმნებს _ ჩდება მენდელეევის ელემენტთა პერიოდული ცხრილი). შესამჩევი წინსვლა მოხდა დემოკრატიულ, საზოგადოებრივ მოძრაობებში; გამოვიდა მრავალი გაზეთი, მასობრივი საგანმანათლებლო სამუშაოები დაიწყო, უცოდინარობის ლიკვიდაცია მოხდა, მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. შეიმჩნეოდა პიროვნების როლის ამაღლება, პროზერპინა საშუალებას იძლევა „პატარა ადამიანს“ მიმართოს, ბრბოში პიროვნების შემჩნევა და გამოკვეთა მოხდეს. ადამიანის პიროვნულ დახასიათებაზე პროზერპინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს გავლენას, თუ ჰოროსკოპში აქვს საკმაოდ მაღალი სტატუსი. საუკეთესო შემთხვევაში, პროზერპინას გავლენის ქვეშ ადამიანს ... Read More »

პროზერპინას სიძლიერე რუკაში

ძლიერი პროზერპინა (მდებარეობა+ასპექტები) ამ ადამიანის ცხოვრება იმართება კანონით და ითხოვს კანონის მმართველობას. მას სჭირდება იმ ძალისხმევის, ენერგიის ბალანსი, რომელიც მიმართულია ამ მმართველი კანონების ჩაწვდომისა და არსის გაგებისკენ. ასევე, ის ხარჯავს ენერგიას ამ ცხოველმოქმედი, მარეგულირებელი კანონის შექმნაზე. თუ ბალანს ვერ ნახავს, მაშინ უკიდურესობაში ვარდება. რის შედეგადაც მიმართავს ვოლუნტარიზმს,* საკუთარ თავს შთააგონებს, რომ მისი ცხოვრება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაფიოდ და ზუსტად არეგულირებს ამ ყველაფერს და ცდილობს თვითნებურად დაწესებულ კანონებს დაუმორჩილოს შინაგანი და გარეგანი რეალობა. ვარდება ფატალიზმში, ისწრაფვის მხოლოდ საკუთარი ცხოვრების რითმები და კანონები შეიცნოს და რამდენადაც შესაძლებელია შეეგუოს მათ. ძლიერი პროზერპინისას, ადამიანი საჭიროებს საკუთარი კანონების, სტრუქტურების ყურადღებიან შესწავლას და წესრიგის დამყარებას ... Read More »

პირადი რუკის მიხედვით – ვინ გიზიდავთ, ვის იზიდავთ

 “მე შენ მინდიხარ” – რას აკეთებთ ან უნდა გააკეთოთ მოსაზიდად თქვენს სურვილებზე,მოთხოვნილებებზე და “ფლობაზე” პასუხს აგებს თქვენი მეორე სახლი, შესაბამისად თუ ვინმე “მიზანში ამოიღეთ”, მის მოსახიბლად შესაბამისი ზოდიაქოს თვისებებს/მახასიათებლებს გამოიყენებთ. თუ ვინმეს მოხიბვლა გინდათ, ყურადღება მიაქციეთ მეორე სახლი რომელ ნიშანში გყავთ და მეორე სახლის ზოდიაქოს მმართველი სად მდებარეობს. მაგალითად თუ თქვენი მეორე სახლის ნიშანია ტყუპები, მოხიბლავთ ინტელექტის დემონსტრირებით, საუბრით, კომუნიკაციის ყველა უნარის გამოყენებით   “მე შენ მიყვარხარ” – როგორ ან/და ვისთან გამოხატავთ სიყვარულს როგორი შეყვარებული ხართ, როგორ იქცევით და გამოხატავთ სიყვარულს – მე-5  სახლი გაგვცემს პასუხს. მე-5 სახლის ნიშნის თვისებები დამახასიათებელი იქნება თქვენთვის.ასევე, შესაძლოა გიზიდავდეთ ამ სახლის ნიშნის წარმომადგენლები.   ... Read More »

ასპექტები სინასტრიაში – ასცენდენტი

შეერთება ასცენდენტი-ასცენდენტი ასცენდენტი ყოველთვის ნიშნავს ურთიერთობაში პირველი შთაბეჭდილებების მოხდენას. თუ ასცენდენტები შეერთებაშია, მაშინ პარტნიორებს ექნებათ მსგავსი ცხოვრებისეული ხედვა, მსგავსი გემოვნება. ეს შესაძლოა იყოს ურთიერთობის დადებითი მაჩვენებელი, თუმცა გასათვალისწინებელია,რომ ყველაფერში მსგავსება ინტერესის დაკარგვას იწვევს, ამიტომ თუ რუკაში განსხვავება არ იქნება სხვა პლანეტების მხრივ, შესაძლოა ურთიერთობას აკლდეს სულიერი ზრდა/განვითარება.   ასცენდენტი-მზე ესაა ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის.ასცენდენტის მქონე მზის ნიშნიანტან ხედავს მსგავსება,აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს მასთან, მოსწონს მისი პიროვნული მახასიათებლები. თავის მხრივ მზის მქონე ადამიანსაც მოსწონს პარტნიორი,რადგან მის შეხედულებებში საკუთარ შეხედულებებს იცნობს.თუ პირად რუკებში რომანტიული ურთიერთობის მანიშნებელი სხვა ასპექტებიცაა,ხშირად ეს ასპექტი ფიზიკურ მოწონებაზე მიუთითებს.   ასცენდენტი-მთვარე სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის ... Read More »

Scroll To Top