Author Archives: Tamta

რეტროგრადული პლუტონი მე-4 სახლში

Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-3 სახლში

ადამიანის ცხოვრებაში რეტროგრადულობის სამივე ფაზა მნიშვნელოვანია. ამ პერიოდებში ურთიერთობებს ხედავს „უკნიდან – წინ“. თავდაპირველად საბოლოო შედეგებს აკვირდება, შემდეგ იმ მიმართულებებს, რომლებიც დაწყებამდე დასრულდა. მოგვიანებით ცდილობს საკუთარი ნაბიჯები გაანალიზოს და მიხვდეს რა გამორჩა. მისი თვალთახედვა საკმაოდ ფართეა, სხვა ადამიანთა ქვეცნობიერი, ფარული აზრების მიმართ მგრძნობიარეა, რაც ტკივილს აყენებს. ხედავს ადამიანთა ნიღბებს უკან, შედეგად კი მისთვის სხვების ბოლომდე ნდობა რთულია, რადგან მათ დაფარულ ან/და ქვეცნობიერ მოტივებს ხვდება. ამ ადამიანს შეუძლია ახლო ურთიერთობების დამყარება სულ რამდენიმე წუთის წინ გაცნობილ ადამიანებთან. ეს ეხმარება ჭეშმარიტების დანახვასა და საკუთარი შთაბეჭდილებებისა თუ აღქმის ახსნა. მდებარეობა კარმულად მოითხოვს საკუთარ გრძნობებზე მბრძანებლობას. ახალგაზრდობაში გარშემომყოფებისა და გარემოს მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე იქნება, ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-2 სახლში

მონობის კარმაა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით მონობის. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ მდგომარეობას. კარგი იქნება თუ წარსულის გავლენას მოიშორებს. ცხოვრების პირველ მონაკვეთში სამყაროს კარგად არ იცნობს და მიაჩნია, რომ გარემოს მიერ, მატერიალურად მოცემული ფასეულობებია ის, რაც რეალურად უნდა. თუმცა სასურველს იშვიათად იღებს. კარგი იქნება თუ სასურველსა და აუცილებელს ერთმანეთისგან განასხვავებს. დიდი გამძლეობითა და სიჯიუტით გამოირჩევა. წინააღმდეგობებს არ უშინდება. რაც და ვინც მის იდეალებს არ შეესაბამება ფარულად „ჯაჭვებში“ აქცევს და მიდრეკილია სამყაროს იდეალური ხედვისკენ. უარყოფითი კუთხით წარსულიდან შესაძლოა გამოყოლილი აქვს „ცხოველური მე“ – სულიერი კომფორტისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ტკბობის, ჟინის, სიამოვნების წყაროების აქტიური ძიება. ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში უმდიდრესი ადამიანი იყო ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი ნიშნებში

რეტროგრადული პლუტონი ვერძში მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა საკუთარი ძალა, ენერგია და ძალაუფლება ეგოისტური და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ან ტირანი, დესპოტი, დიქტატორი, სასტიკი და მამაცი მეომარი იყო. ამ ცხოვრებაში სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლა მოუწევს, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. რეტროგრადული პლუტონი ქალწულში წინა ცხოვრებაში იყო ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. ზედმეტად მკაცრი იყო საკუთარი დაქვემდებარებული პირებისა და მონების მიმართ, საქმიან პარტნიორებსა და კომპანიონებს ატყუებდა, მათ ანგარიშზე ცხოვრობდა. არ აქცევდა ყურადღებას არც საკუთარ, არც დაქვემდებარებულების ჯანმრთელობას, არც ბუნებასა და ცხოველებს. ამჟამად დაშვებული შეცდომების გამოსწორება და გადაფასება უწევს. ამისთვის ყველა წინაპირობა შეიქმნება. სასურველია, თუ სამოქმედო სფეროდ ნაკლებად აირჩევს მედიცინას (განსაკუთრებით აღმოსავლურს ან ... Read More »

მინერალოგია – ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი შეფერილობის კვარცის სახეობა. მომპოვებელ ქვეყნებს შორის ცნობილია: ბრაზილია, ა.შ.შ., გერმანია, მადაგასკარი, ყაზახეთი, შუა აზიის ქვეყნები. სამკურნალო თვისებები ვარდისფერი კვარცი დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის დაავადებებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულის მუშაობაზე,  სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ორგანიზმს დაღლილობის განცდას აშორებს. ასევე დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, გამომყოფ სისტემაზე, ზურგის ტვინზე. ლიმფური სისტემის მასტიმულირებელია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მაგიური მახასიათებლები ვარდისფერი კვარცი სიყვარულის, სილამაზის, სინაზის, სულიერი ჰარმონიის ქვაა. ოჯახურ ბედნიერებას, სიყვარულში შეუცვლელობას იცავს. ასევე, ითვლება, რომ დაუქორწინებელ ქალებს პარტნიორის პოვნაში, ოჯახის შექმნაში ეხმარება. ფსიქოლოგიურ და სულიერ დონეზე სტრესის გადალახვაში გვეხმარება, ემოციურ დაძაბულობას ხსნის, რისხვას ამცირებს, გულს სიკეთითა და სიყვარულით ავსებს; ძველი ემოციური და ... Read More »

ზოდიაქოს ნიშნებისთვის პროგნოზის შედგენა

პროგნოზირების ეს ვერსია ცოტა უკეთ ახსენით რა :) პრინციპს ვერ მივხვდი. /საიტის კომენტარი/ ხშირად გაურკვეველ საიტებსა და ჟურნალებში ყოველდღიური პროგნოზები იბეჭდება: „ეს საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ“ ან რამე მსგავსი ტექსტით, რაც ასტროლოგიურ, რეალურ პროგნოზს არ წარმოადგენს. ასტროლოგები პროგნოზს  ასტროლოგიური მონაცემების საშუალებითა და საბაზისო მასალის გამოყენებით ადგენენ. იმისთვის, თუ რას მივაქციოთ ყურადღება, დროის მონაკვეთი „გვიკარნახებს“. Read More »

ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის მანტრა

ენერგია, რომელიც ზედა ჩაკრებს უკავშირდება – გვამაღლებს და წინსვლაში ხელს გვიწყობს. კუნდალინი იოგაში მანტრა/მედიტაცია „Ajai Alai“ გამოიყენება დიდი ძალის/ენერგიის მისაღებად ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვისთვის. მანტრა „Ajai Alai“ მებრძოლი წმინდანისა და პოეტის გურუ Gobind Singh-ის მიერ დაიწერა. მისი მოსმენის საშუალებით თქვენი ვიბრაცია მაღლდება. ასევე, თუ გაბრაზებული ხართ, დეპრესია გაქვთ ან ფიქრობთ, რომ არავინ გისმენთ – ეს მანტრა თქვენთვისაა. Ajai Alai – უძლეველი, ურღვევი Abhai Abai – უშიშარი, უცვლელი Abhoo Ajoo – უფორმო, დაუბადებელი Anaas Akaas – უხრწნელი, ეთერული Aganj Abhanj – გაუტეხელი, შეუვალი   Alakkh Abhakkh – უხილავი, ხელშეუხებელი Akaal Dy-aal – უკვდავი, მოწყალე Alaykh Abhaykh – აღუწერელი Anaam Akaam – უსახელო, ... Read More »

შტაინერი – სულისმეცნიერება, როგორც მომზადება ახალი ეთერულისთვის

ჰაიდელბერგი, 27 იანვარი 1910 ამ ლექციებით ჩვენ წინ ვერ წავიწევთ, თუ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების უფრო ინტიმურ პროცესებზეც არ ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ამ წრის წევრები, მაღალი სულიერი ჭეშმარიტებების შესაცნობად უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ამავე დროს უფლება არ გვაქვს ამაში მხოლოდ თეორიებისა და იდეების შესწავლა ვიგულისხმოთ. ის, რასაც ჩვენ უმაღლესი ჭეშმარიტებებისთვის მომზადებას ვუწოდებთ, უფრო მეტად განეკუთვნება ჩვენი სამშვინველების გრძნობითი და შეგრძნებითი მდგომარეობების სფეროს. ამ შტოებში (Zweige) ცხოვრებით, იმის გამო, რომ კვირეების მანძილზე ჩვენს შტოებში ვიკრიბებით, ჩვენი სამშვინველები თანდათან უნდა მომწიფდნენ სულისმეცნიერების გარკვეული ნაწილის მისაღებად, ანუ იმისთვის, რაც მაღლდება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებებზე, რომლებსაც ეგზოთერული ლექციების დროს, ცხოვრების კონკრეტულ ფაქტორებთან დაკავშირებით უკვე ვაცნობთ მრავალრიცხოვან მსმენელებს. ... Read More »

ჭარბწონიანობის ასტროლოგიური მაჩვენებლები

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილი წონის მატებისკენ და აწუხებთ ჭარბწონიანობა. ზოდიაქოს ნიშნებს შორის წონის მატებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან წყლის სტიქიის წარმომადგენლები (განსაკუთრებით თევზები) და კურო. ჰოროსკოპში  წყლის სტიქიის გამოკვეთილი გავლენა გაფართოებას, გადიდებას განაპირობებს, რაც  სხეულზე აისახება. ჭარბი წონა შეიძლება გაუჩნდეთ ადამიანებს, ჰოროსკოპში კუროს ნიშნის გამოკვეთილი გავლენით, რადგან ეს ადამიანები ცხოვრების გემოს შეიგრძნობენ გემრიელი საკვებით და უყვართ გემრიელად ჭამა. გარდა ამისა, კურო მიდრეკილია დააგროვებისა და დანაზოგის გაკეთებისკენ, იგივე ეხება საკვების მარაგსაც (ზედმეტი საკვების მიღება, რომელსაც ცხიმის სახით ინახავს ორგანიზმი). იუპიტერი მე-5 სახლში ასევე აღნიშნავს წონის მატებისკენ მიდრეკილებას – ადამიანს უყვარს გართობა, მათ შორის გემრიელად ... Read More »

დემონური პერსონაჟები – წყლის დედა

დემონური პერსონაჟები – ჭინკა (გაგრძელება) ავსულთა ერთი ნაწილი წყლის ბინადარია, ისინი სოფელში ან სხვა დასახლებულ ადგილებში არ ჩნდებიან და არ შორდებიან თავიანთ სამკვიდროს. მაგრამ თუ ადამიანი იქ მოხვდა, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ. Read More »

Scroll To Top