Category Archives: მინერალოგია

მინერალოგია – ოპალი

მომხიბვლელობის, სიყვარულის, თანაგრძნობის ქვა Read More »

მინერალოგია – ვარდისფერი კვარცი

ვარდისფერი შეფერილობის კვარცის სახეობა. მომპოვებელ ქვეყნებს შორის ცნობილია: ბრაზილია, ა.შ.შ., გერმანია, მადაგასკარი, ყაზახეთი, შუა აზიის ქვეყნები. სამკურნალო თვისებები ვარდისფერი კვარცი დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის დაავადებებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულის მუშაობაზე,  სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ორგანიზმს დაღლილობის განცდას აშორებს. ასევე დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, გამომყოფ სისტემაზე, ზურგის ტვინზე. ლიმფური სისტემის მასტიმულირებელია, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მაგიური მახასიათებლები ვარდისფერი კვარცი სიყვარულის, სილამაზის, სინაზის, სულიერი ჰარმონიის ქვაა. ოჯახურ ბედნიერებას, სიყვარულში შეუცვლელობას იცავს. ასევე, ითვლება, რომ დაუქორწინებელ ქალებს პარტნიორის პოვნაში, ოჯახის შექმნაში ეხმარება. ფსიქოლოგიურ და სულიერ დონეზე სტრესის გადალახვაში გვეხმარება, ემოციურ დაძაბულობას ხსნის, რისხვას ამცირებს, გულს სიკეთითა და სიყვარულით ავსებს; ძველი ემოციური და ... Read More »

ტურმალინი

სიყვარულისა და ვნების ქვა 1703 წელს ცეილონიდან ევროპაში  ვარდისფერ-იასამნისფერი კრისტალები შეიტანეს, რომელსაც „ტურემალს“ („ძვირფასი ქვა“) უწოდებდნენ. ტურმალინი სილიკატისგან (ალუმინის, ბორის, მარგანეცისა და მაგნიუმის შენაერთს) შექმნილი მინერალია. Read More »

რაუხტოპაზი (ბოლისფერი კვარცი)

ჯგუფი: კვარცი ფერი: მუქი ბოლისფერი, გამჭვირვალე ყავისფერში გარდამავალი. 350°С ტემპერატურაზე ფერს კარგავს. არცთუ დიდი ხანია, რაც რაუხტოპაზად მოიხსენიებენ. მანამდე ცნობილი იყო როგორც ბოლისფერი მთის ბროლი ან ბოლისფერი ტოპაზი. ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ქვად ითვლება კვარცის სახეობებს შორის. Read More »

მინერალოგია – მარჯანი

მარჯანი წარმოადგენს ზღვის ნაწლავღრუიანი ორგანიზმებს ჩონჩხს, რომელიც კალციტისა და არაგონიტისგან შედგება. მოიპოვება სხვადასხვა სახეობის მარჯანის პოლიპები. მათგან ყველაზე ღირებული და ძვირფასია წითელი და მასზე მეტად მტკიცე შავი მარჯანი. ჯერ კიდევ ძველი ინდოელები განასხვავებდნენ მარჯანს. წითელს – „ცეცხლოვანს“ უწოდებდნენ, მოვარდისფრო შეფერილობის მარჯანი „ანგელოზის კანად“ იწოდებოდა. ბერძნები ვარდისფერ მარჯანს ბედნიერებისა და უკვდავების სიმბოლოდ თვლიდნენ. მარჯანი ცნობილი იყო შუმერებისთვის, ეგვიპტელებისთვის, ბერძნებისა და რომაელებისთვის, რომლებიც მისგან სხვადასხვა სამკაულს ამზადებდნენ. შუმერულ ტაძრებში ნაპოვნი მარჯანი სულ ცოტა 6 000 ათასი წლით თარიღდება. რომაელი პოეტი ოვიდიუსი „მეტამორფოზაში“ მარჯანის გაჩენის ისტორიას აღწერს, რომლის მიხედვითაც მარჯანი მედუზა გორგონას მოკვეთილი თავიდან წამოსული სისხლის წვეთებისგან გაჩნდა. როგორც მითებიდან ვიცით, პერსევსმა მედუზა ... Read More »

მინერალოგია – მარგალიტი

მარგალიტი ორგანული წარმოშობის მინერალია. როდესაც მოლუსკის ნიჟარის ღრუში ქვიშის მარცვალი ხვდება, მის ზედაპირს კალციუმის კარბონატის შემცველი ფირფიტა შემოეკვრება. ასე იწყება მარგალიტის ჩამოყალიბება. მარგალიტი მარცვლის ზომას დაახლოებით 12 წლის შემდეგ აღწევს. Read More »

მინერალოგია – ლაზურიტი (ლილაქვა)

ქართული შესატყვისი: ლილაქვა ლაზურიტი – ალუმინის სილიკატის, ნატრიუმისა და კალციუმის ნაზავია, რომელსაც ღია ლურჯი, ცისფერი ან მწვანე-მოცისფრო ფერი დაკრავს. ამ ფერს გოგირდის იონების გავლენით იღებს. ლაზურიტის კრისტალები იშვიათად გვხვდება, უმეტესად მათი ზომა ბარდის მარცვალს არ აღემატება. სირიაში, ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეში ლაზურიტი ითვლებოდა ერთ-ერთ ძვირფას ქვად. მინერალის სახელწოდება შუა საუკუნეებში გაჩნდა არაბული სიტყვისგან azul – „ცა“, „ლურჯი“ და სპარსული lazurite – „ლურჯი“-სგან. Read More »

მინერალოგია – მალაქიტი

მინერალი მწვანე ფერს სპილენძის შერევით იძენს. ფერი მერყეობს ფირუზისფერიდან  მუქ მწვანემდე. სახელწოდება სავარაუდოდ ადვილად დამუშავებას უკავშირდება. ძველ ბერძნულ ენაზე მალაქიტი „რბილს“ ნიშნავს. Read More »

მინერალოგია – ამეთვისტო

ამეთვისტო კვარცის ნაირსახეობაა. გამოირჩევა იისფერი შეფერილობით, რომელიც მუქი იასამნისფერიდან ვარდისფერამდე მერყეობს. 200⁰С-ზე იისფერი იკარგება. წყალში მოხვედრის შემთხვევაში ბუნებრივი ამეთვისტოს კიდეები ხელოვნურისგან განსხვავებით უფერულდება. Read More »

მინერალოგია – აქატი

აქატი ქალცედონის  სხვადასხვა ფერის  ბოჭკოვანი სახესხვაობაა. მისი სახელწოდება სიცილიის მდინარე აქატესს უკავშირდება. მეორე ვერსიით, აქატი ბერძნული სიტყვა „ბედნიერი“-სგან წარმოიშვა. აქატის ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია – თეთრი, შავი, ვარდისფერი, წითელი, ცისფერი, ნაცრისფერი… ყველაზე მეტად გავრცელებულია მონაცრისფრო-მოცისფრო აქატი. ქვის აღწერილობას პირველად თეოფრასტესთან (ჩვ. წ. აღ-მდე IV-III საუკუნე) ვხვდებით. ევროპაში აქატი პოპულარული გახდა ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ. მისგან ამზადებდნენ სამკაულების ზარდახშას, თამბაქოს (თუთუნის) შესანახ ჭურჭელს. Read More »

Scroll To Top