Author Archives: Rusa

ლილიტი ასპექტები-კვადრატურა

ლილიტის კვადრატი(90) პლანეტებთან მზე ძლიერი მაცდუნებელი ასპექტი. აძლიერებს შემოქმედებით უნარებსა და ეგოცენტრიზმს. მოქმედებები ხშირად გამოწვეულია შინაგანი ძლიერი ენერგიით. მათი ენერგია შეიძლება უარყოფითად გამოვლინდეს ქედმაღლობაში, ამპარტავნებაში, ამბიციებში. მთვარე აძლიერებს მგრძნობელობას, მედიუმის თვისებებს. მათ ახასიათებთ ძლიერი, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, რაც შეიძლება უარყოფითად განვითარდეს და გადაიზარდოს უარყოფით აზრებში, ფსიქიკურ არამდგრადობაში. შესაძლოა ჰქონდეთ გადაჭარბებული შიშები, ფობიები. გაურბიან სპორტის სახიფათო სახეობებს. Read More »

ლილიტი ასპექტები-ტრინი/სექსტილი

Read More »

ლილიტი ასპექტები-ოპოზიცია

  ლილიტის ოპოზიცია(180) პლანეტებთან მზე აძლიერებს შემოქმედებით უნარებს. საკუთარ თავს ხედავენ მასისგან განსხვავებულად. ცნობადობა, პოპულარობა უარყოფითად ან დადებითად. მათი ძირითადი უარყოფითი თვისებაა უარყოფითი, ნეგატიური ინფორმაციებისკენ სწრაფვა, მიზიდვა, ფიქრი. მოქმედებები ძირითადად ძლიერი ენერგიითაა წარმართული. დადებითის მხრივ- კავშირი აქვთ ნათელ მხარესთან, სიყვარულის გამოვლინებასთან. ძალიან დამოკიდებული ხდება საზოგადოებრივ აზრზე (ან პირიქით), საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შესაძლოა პიროვნების გაორებაც.შესაძლოა ჰქონდეს სურვილი-სხვებისგან არ განსხვავდებოდეს.ძლიერი ენერგია და სურვილები. მტკივნეულად განიცდის საზოგადოებრივ აზრს მთვარე აძლიერებს მგრძნობელობას, მოგზაურობებისკენ, გადაადგილებებისკენ სწრაფვას (ან გარე ფაქტორების გამო უწევთ გადაადგილება). მგრძნობელობა და სენსორიკა ძლიერ განვითარებული, მტკივნეული განცდები. სხვადასხვა შიში, ფობია, კომპლექსი. დადებითი კუთხით- ადვილად გამოსდით სულიერი კავშირების დამყარება.ყველაფერი, რაც სიმშვიდეს, კომფორტს დაარღვევს, უარს ... Read More »

ლილიტის შეერთება

Read More »

ლილიტის ასპექტები პლანეტებთან (ზოგადი)

ლილიტი ცალკე აღებული უფრო ნაკლებ ძალას ფლობს. ის ძლიერია სხვა პლანეტებთან ასპექტების შემთხვევაში, როდესაც ერთდება ლილიტისა და მეორე პლანეტის ენერგიები. ლილიტი ააქტიურებს პლანეტების უარყოფით მხარეებს, გამოვლინებებს და მათ სფეროებში ადვილად აღწევს. მზე მზის სისტემაში მხოლოდ მზე გამოსცემს სინათლეს, ნათელს. ის წარმოადგენს ცნობიერ ნაწილს.მზის გავლენა სხვა პლანეტების გავლენისგან განსხვავდება.ლილიტთან ასპექტის შემთხვევაში, მზის უარყოფითი მახასიათებლები ვლინდება – ადამიანს ეძლევა ძლიერი პიროვნული შესაძლებლობები, განვითარება, თუმცა ეგოცენტრული. ადამიანი კარგავს უმაღლეს საწყისთან (ამ შემთხვევაში მაღალ მიზნებს, სულიერ განვითარებას) კავშირს. იმატებს დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, ეგოცენტრიზმი, აღიარებს მხოლოდ საკუთარ წესებს, თამაშობს მხოლოდ საკუთარი თამაშით.ამით შესაძლოა ის შევადაროთ „დაცემულ ანგელოზს“ . Read More »

ლილიტის ასპექტები ნიშნების მიხედვით

  სხვა პლანეტებთან ლილიტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დადებით ასპექტად ითვლება ტრინი (120°), სექსტილი (60°),ზოგჯერ შეერთება (0°). უარყოფით ასპექტებად ითვლება კვადრატურა/კვადრატი (90°) და ოპოზიცია (180°). პ.ს. შეერთების დროს გააჩნია რომელი პლანეტების შეერთებაა,შესაბამისად მსჯელობენ შეერთების დადებით და უარყოფით ასპექტად მიჩნევაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხ. ასპექტი შეერთება (მოცემული სტატია სინასტრიას ეხება, თუმცა ასპექტის ჰარმონიულობა-დისჰარმონიულობის პრინციპი ერთნაირად განისაზღვრება) თქვენს რუკაში ნახეთ რომელ ნიშანში მდებარეობს ლილიტი, დაუკვირდით ასპექტებს- ჰარმონიული/დადებითია თუ დაძაბული/უარყოფითი.მისი ასპექტების ნახვის შემდეგ კი მოძებნეთ შესაბამისი ნიშნის დახასიათება. მაგალითად: თუ ლილიტი მდებარეობს კუროში და აქვს დადებითი ასპექტები, ნახეთ “კურო: ფასეულის,ღირებულის ფლობის ილუზია”, ანუ თქვენ გექმნებათ ფასეულობების, ღირებულებების ფლობის ილუზია, რომლებიც შეიძლება ... Read More »

ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)

ლილიტი ოდითგან წყვდიადის დედოფლად აღიქმებოდა ადამიანთა შემეცნებაში იმ ეპოქიდან,როდესაც საზოგადოებრივი იდეოლოგია ქალს მეორე პლანზე ანაცვლებდა. ასტროლოგიაში არსებობს მოსაზრება,რომ ლილიტის დომიცილი(სახლი,სამკვიდრო) მორიელის ნიშანია,ხოლო მისი ეგზალტაცია/კულმინაცია მერწყულის ნიშანში ხდება. რადგან მორიელი(ურანის ეგზალტაცია) და მერწყული(ურანის სამკვიდრო) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგნენ. ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. გაკერპებულმა ქალმა კაცთან თანასწორობა განიზრახა და არ დაემორჩილა ადამს,არ აღიარა საკუთარი მეორეხარიხოვნება. ჰოროსკოპის ის წერტილი,სადაც იმყოფება ლილიტი,არის ადგილი,სადაც აუცილებელია ქალის როლის გაზრდა. ლილიტი ხომ მთვარის ორბიტის ის აპოგეაა(წერტილი),სადაც ფემინური საწყისი განერიდება მთვარის ყოველდღიურ საზრუნავსა და ვალდებულებებს. Read More »

ლილიტის ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები

შავი მთვარის (ლილიტის ) ასპექტები პლანეტებთან შავი მთვარე კარმული „პლანეტაა“, რომელიც ასახავს ადამიანის ქვეცნობიერს და განსაზღვრავს მისი მოქმედებების გარკვეულ თავისებურებებს. მრავალი ასტროლოგი განიხილავს ლილიტს მხოლოდ როგორც ნეგატიური გავლენის მატარებელს. თუმცა ეს მთლად ასეც არაა და მას ხშირად დადებითი მოვლენების მოზიდვაც შეუძლია. როგორი სახის გავლენა აქვს ლილიტს ადამიანზე შეიძლება განისაზღვროს მთლიანი ჰოროსკოპის გაანალიზებით. თუ ლილიტს აქვს ჰარმონიული ასპექტები ჰოროსკოპის ძლიერ და დადებით პლანეტებთან, შეიძლება ითქვას რომ ადამიანს აქვს გარკვეული უპირატესობა პლანეტების ზეგავლენის სფეროებში. ხოლო შავი მთვარის უარყოფითი ასპექტების დროს, მის ზეგავლენას ადამიანის ხასიათსა და ბედ-იღბალზე შეიძლება ვუწოდოთ საბედისწერო, განსაკუთრებით თუ ლილიტი ჰოროსკოპში ძლიერია. თუ ლილიტს ჰარმონიული ასპექტები აქვს მზესთან – მიანიშნებს ... Read More »

ლილიტის დამუშავება ოპოზიციური ნიშნების მიხედვით

განვიხილოთ ყველა ლილიტი და მის ოპოზიციურ ნიშანს შევადაროთ. რადგან ლილიტის ნაკლია – განავითაროს ნიშნის მხოლოდ რომელიმე პოლუსი, ამის კომპენსირება ხდება საპირისპირო ნიშნის თვისებით, რომელიც მდებარეობს იგივე ღერძზე ოპოზიციურ ნიშანში. ეს გასაგებიცაა – ერთ ნიშანში „ჩაღრმავება“, მეორეში „ამობურცულობას“ იწვევს. ეს თვისებები ვლინდება უშუალოდ იმ ნიშნის სფეროში, სადაც ლილიტი მდებარეობს. მაგალითად, დაუმუშავებელი ლილიტი ვერძში – ესაა ადამიანი, რომელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში „ყველგან ვერძია“ , გარდა უშუალოდ ვერძის სფეროებისა – ის ამ შემთხვევაში იქცევა როგორც სასწორი. ლილიტი კურო – გამოკვეთილი კუროა, მაგრამ როგორც კი საქმე მივა კუროს სფერომდე, ინდივიდი მოქმედებს როგორც მორიელი. იგივე სიტუაციაა სხვა ლილიტების შემთხვევაშიც. ლილიტის ილუზია იხსნება მაშინ, როცა „საქმე ... Read More »

ლილიტი თევზებში

ბრძენის და წინასწარმეტყველის როლის თამაში (უკიდურესობები სიყალბე ან თავგანწირვა ) წარსულში ადამიანი დაკავებული იყო საიდუმლო, უკანონო საქმეებით. იყო ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, დამნაშავე, არღვევდა მცნებებს. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: მუდმივად ცდილობს ვინმეს დახმარებას, თუმცა თავად დახმარების იდეის არსი არასწორად ესმის, ამიტომ მისი ქმედება ხშირად მომაბეზრებელი ან უადგილოა. სიბრალულს და თანაგრძნობას განიცდის ისეთი ადამიანების მიმართ ვინც არ იმსახურებს ამას, ხოლო ისინი ვინც სინამდვილეში თანადგომას საჭიროებს, ყურადღების გარეშე რჩებათ. სხვების გამო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა მუდმივად უწევს, ამასთან ისეთ მომეტში, როცა, შეიძლება, ეს საზიანოც კი იყოს. აქვს ცდუნება გახდეს საეჭვო რელიგიური სექტის წევრი. პასიური ადამიანი: ვერ აცნობიერებს საკუთარი ... Read More »

Scroll To Top