Author Archives: Tamta

ქირონი მშვილდოსანში

“სწავლული“  და „განდიდების მანია“ ქირონით მშვილდოსანი  განკურნებას უმაღლეს განათლებაში ხედავს. ამის გამო შესაძლოა შორეული მოგზაურობები მოუწიოს, განათლება სხვა ქვეყანაში მიიღოს. როდესაც რწმენა აქვს ან ფილოსოფიურ ლიტერატურას ეცნობა, მისი ჭრილობები იკურნება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად მისიონერებად გვევლინებიან. სხვებს ასწავლიან და მოუწოდებენ რწმენისკენ, ცნობიერების გაფართოებისკენ. თუმცა თავად შესაძლოა ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში არეული აზრებით ცხოვრობდნენ. სასურველია სიფრთხილე გამოიჩინონ მოწოდების დროს, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა იქნება. ადამიანს, ქირონით მშვილდოსანში, სხვებთან ურთიერთობაში არაერთი აზრის მოსმენა, ჰარმონიის მიღწევა უწევს. საკუთარ თავზე მუშაობით შეუძლია ერთი შეხედვით ფანტასტიკური ახსნების, პასუხების მიღება. ეს ადამიანი აისბერგს მოგვაგონებს, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია. მას ფილოსოფიური აზროვნება, განსხვავებული შეხედულებები და ზოგად-მორალური ... Read More »

ქირონი მორიელში

„კეთილშობილება, სამყაროსეული ცოდნის ინტუიციაზე დაფუძნებულობა“ ქირონით მორიელმა კარგად იცის, რომ უბრალოდ არაფერს იღებს. შესაძლოა სხვების გამო რაღაცის შეწირვაც მოუწიოს. ამ მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემებიც გამოვლინდეს, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში. თუმცა ერთი რამ ცხადია – ინდივიდს, რომელსაც ქირონი მორიელში ჰყავს, ტრანსფორმაციისა და განკურნების კარგი უნარი ექნება. მთავარი თემა – ძალაა. ამ ადამიანებს საკუთარი ძალის, მისი გამოყენების ეშინიათ, ამიტომ ხშირად იკეტებიან და თავს იზღუდავენ. ზოგჯერ შესაძლოა ჰქონდეთ უმწეობის ან ძალაუფლების უქონლობის განცდა, რომელსაც გადაჭარბებული დემონსტრირებით ფარავენ („მგელი უნდა იყო, რომ არავინ დაგჩაგროს“). სექსუალური ურთიერთობა მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა თავი კარგად იგრძნონ. ამ ადამიანთა ნაწილი – მის აუცილებელ მოთხოვნილებას განიცდის, ... Read More »

ქირონი სასწორში

„ეშმაკობა, ანგარიშიანობა, მერკანტილურობა“ მთავარი გასაღები პარტნიორობაა. ქირონის სასწორში ყოფნის შემთხვევაში აქცენტია ინიციატივის მიღებაზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე. სამართლიანობა – გაიგივებულია როგორც „დამსახურებისთვის ჯილდოს მიღება, შეცდომისთვის – დასჯა“. პარტნიორობა გაიგივებულია ერთმანეთის შევსებასთან და კარგ პარტნიორად თვლის მას, რომელიც ბოლომდე ავსებს. ამის გამო იდეალურ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც რესურსების გაყოფა არ სჭირდება. ხშირად ეხმარებიან სხვა ადამიანებს, მათ მფარველებად ევლინებიან.  ქირონი სასწორში ნიშნავს ურთიერთობებში პრობლემების არასწორ შეფასებას. შესაძლოა ისინი ფსიქოლოგიური და ანალიტიკური უნარების მეშვეობით აანალიზებდნენ პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარებისათვის არაფერს აკეთებდნენ.  ეს ადამიანები მიისწრაფიან ჰარმონიისა და სტაბილურობისკენ, ყველაფერს ირიდებენ, რაც ამ ორი ცნებისა და მდგომარეობის დარღვევას გამოიწვევს. პრობლემების მოსაგვარებელი  მოქმედებების ნაცვლად მიდრეკილნი არიან „დამსახურებული“ დარდი და ... Read More »

ქირონი ქალწულში

საუკეთესო შემთხვევაში: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, თამაშის გარეშე ურთიერთობები. მათგან კარგი ამხსნელები, ტექნიკურ სფეროებში წარმატებული ადამიანები გამოდიან. უარეს შემთხვევაში: მაკლერი, კულისებიდან მოქმედი ინტრიგანი, სხვების გამომყენებელი ადამიანი, თუ მატერიალურად არ უჭირს, შესაძლოა არც იმუშაოს. ქალწული რუკაში გვიჩვენებს სად ვუღრმავდებით დეტალებს და როგორ ვუმკლავდებით ჯანმრთელობასთან და ზოგადად, მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქირონი ქალწულში მიანიშნებდეს ბავშვობიდანვე კრიტიკულ, დეტალებზე  და სისუფთავეზე ორიენტირებულ ადამიანზე.  შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოქონდრია. ასევე, ამ ადამიანმა შეიძლება მთლიანად უარყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როცა სხვებს რჩევებს  სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აძლევს.  ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, მისი სწორად შეფასება, გამოყენება. ძირითადად, საქმიანი ხალხია, მიდრეკილნი არიან ყველაფრის დეტალებში და არა გლობალურად ათვისებისკენ. საჭიროა ... Read More »

ქირონი ლომში

„წარმატება… ზომიერებით“ ქირონი მზის სახლში და ცეცხლის სტიქიის ნიშანშია, აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს. ქირონისთვის დამახასიათებელი იქნება თვითგამოხატვა, ილუზიები, მოტყუებით გამარჯვებები. შესაძლოა გქონდეთ გაურკვევლობა და დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ძალებში. ხშირად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანები თამაშობენ ისეთი ტიპის როლს, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამ ნიღაბში მათივე კომპლექსები იმალება. ძლიერი ქირონის შემთხვევაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ენერგიების პრაქტიკული გამოყენება: ტელეკინეზი, ბიოდენებით განკურნება, ფსიქოთერაპია, რელაქსაციის მეთოდები, ჰიპნოზი და ა.შ. ასევე,   ჯგუფის მართვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რის გამოც ჯგუფური ფსიქოთერაპია კარგად გამოსდის. ეს ადამიანები პარტნიორულ ურთიერთობებში ეთიკურ და ესთეტიურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობენ. სასურველია თვითკონტროლის გამომუშავება, რადგან უმეტესად, ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ ... Read More »

ქირონი კირჩხიბში

ქირონი კირჩხიბის ნიშანში თავს ჰარმონიულად გრძნობს, წყლის ნიშანში მდებარეობის გამო, ქირონმა შეიძლება ისტერიული ტიპაჟის შექმნას შეუწყოს ხელი. დამახასიათებელია შინაგანი კომპლექსები, კაპრიზულობა,  ცვალებადობა. ეს ადამიანები რაც უფრო უკეთ ცხოვრობენ, უფრო მეტად არიან მოწყვეტილნი ოჯახს (მაგ: კარიერის გამო), შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ არ არიან შექმნილნი ოჯახური ცხოვრებისთვის. ოჯახური საქმეები მოუწესრიგებელია, შესაძლოა ჰქონდეთ ორი სახლი, ორი ოჯახი. ზოგჯერ ერთდროულად აქვთ ხეტიალის სურვილი და სახლში დასვენების სურვილი, ერთდროულად ჩნდება ორი საქმე, ორგან ყოფნის სურვილი (მაგ: სახლშიც საჭიროა მისი ყოფნა და ამ დროს სამსახურში იძახებენ, ორი სახლის შემთხვევაში-ორივეგან ერთდროულად სჭირდებათ მისი დახმარება). უმეტესად ამ ადამიანებს ახასიათებთ მოქნილი და ადვილი შინაგანი ცვლილებები, ადვილად ითვისებენ და იგებენ უძველეს ... Read More »

ქირონი ტყუპებში

 „სურვილებში დაურწმუნებლობა“ ერთ-ერთი ვერსიით, ქირონის ტყუპებში დაცემულია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია „მაკლერობა“, სარეკლამო აგენტობა, ჰყავს დიდი სანაცნობო წრე,მაგრამ მაინც მარტოა. არ აღიარებს დისციპლინას. ეს ადამიანი მუდამ ცდილობს იყოს ყველაფრის საქმის კურსში,იცოდეს ყველაფერი,რაც მის გარშემო (და არამხოლოდ) ხდება. საუკეთესო შემთხვევაში მას აქვს ლიტერატურული ნიჭი .ინფორმაციის შეფასება ყველაზე მეტად სწორედ ტყუპები ქირონის შემთხვევაში ხდება. შეუძლია სხვების ალაპარაკება,თუმცა ამ დროს თავს მოწყენილად გრძნობს. ამის გამო შესაძლოა სხვები ალაპარაკონ და თვითონ სულ სხვა საკითხზე იფიქრონ. უარეს შემთხვევაში ეს მდებარეობა ხასიათდება ცრუ აქტიურობით,აშფოთებთ ყველაფერი,რისიც არ სჯერათ. ეს ადამიანები არავის უნდა ენდონ „სიტყვაზე“. ახასიათებთ გაორება,ქამელეონური ბუნება. ქირონის ტყუპებში მდებარეობის დროს ძირითადად ხდება მისი „პატრონის“ ინფორმაციული ... Read More »

ქირონი კუროში

„ბალანსი“ ემოციური განცდები, სილამაზის, ხელოვნების განსხვავებული აღქმა. ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე ორიენტირებულობა (ან ძალიან ორიენტირებულია, ან პირიქით). შესაძლოა  მკაცრი მორალური და ეთიკური პრინციპები ჰქონდეს. ქირონისთვის მიწის ეს მდებარეობა არც ისე უარყოფითია, რადგან მის მმართველად ითვლება. საუკეთესო შემთხვევაში მიწის საქმეებში, მეცნიერებაში, გამომგონებლობაში ,ექსპერიმენტებში გამოავლენთ გონივრულ პრაგმატიზმს, რაც ჭკვიანურად ლავირების საშუალებას მოგცემთ. ყველა ნაბიჯს კარგად გეგმავთ, მაგრამ დგამთ ნაბიჯს წინ და ზუსტად. კარგი ტაქტიკოსი ხართ და შეგიძლიათ მთელი სამუშაო თქვენს თავზე იკისროთ. როგორც წესი, შესაძლოა წარუმატებლობებსაც წინასწარ თვლით. უარეს შემთხვევაში – ადამიანს აქვს მიდრეკილება სხვისი საკუთრების მითვისებისკენ. ქირონი კუროში მის მფლობელს ყურადღებას ამახვილებინებს ისეთ ფორმებზე, რომლებსაც  საუკუნეების განმავლობაში ეტრფოდნენ. ეს ადამიანები საკუთარ და სხვების ... Read More »

ქირონი ვერძში

„ბრძოლა“ ააქტიურებს ვერძისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია უცაბედი ცვლილებები, ძლიერი პიროვნების როლის მორგება, მის ქცევებს ახასიათებს სიფრთხილე და რაც უფრო ფრთხილობს, მით უფრო ექმნება პრობლემები. ეს ადამიანი ხშირადაა ორ ცეცხლს შორის-მას სურს აქტიურობა და ამავე დროს სურს  განმარტოება. შედეგად კი ბოლომდე თითქმის არცერთი საქმე არ მიჰყავს. ენერგიულობას იყენებს როგორც ინსტრუმენტს. შესაძლოა მიდრეკილება და ინტერესი არატრადიციული მედიცინისკენ; დამახასიათებელია ფსიქოლოგიური და ჰიპნოზური შესაძლებლობები.ეს ადამიანი ხშირად გვევლინება ჰარმონიის დამრღვევად, სხვებთან ურთიერთობაში ხშირად არ უსმენს მათ და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. უარყოფითი კუთხით, ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თუ არ გააკონტროლებს საკუთარ სურვილებს, შესაძლოა სხვებისთვის  ხელისშემშლელი გახდეს. სულიერი განვითარება ცეცხლის ... Read More »

პლუტონი IX სახლში

სიტყვა–გასაღები: ღირებულებათა ცვლილებები, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის დადგენის პოვნა, იდეების, შეხედულებების, რელიგიის კრიტიკა ან სრული მიმღებლობა. სიმართლის მაძიებლობა. საიდუმლოებების ძიების, სწავლის, მეტი ცოდნის მიღების, შეხედულებათა სისტემის გაფართოების სურვილი. ინტერესი საგანმანათლებლო, სამართლებრივი და რელიგიური სისტემების რეფორმებისკენ. ეს ადამიანები ვერ იტანენ თვალთმაქცობასა და უსამართლობას და ხშირად გვევლინებიან მათთვის მიუღებელი ან დისკრიმინაციული ინსტიტუტების რევოლუციონერებად, სტუდენტური მოძრაობებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეებად, ხელმძღვანელი პირებისადმი ბუნტის მომწყობებად. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც იბრძვიან საკუთარი აზრის, ფილოსოფიური ხედვის დასაცავად. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ზოგადსაკაცობრიო საკითხების გამო იბრძვიან, მაგრამ სინამდვილეში მათი ხედვა სუბიექტურია და პირადი ინტერესებიდან და/ან გემოვნებიდან გამომდინარეობს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს მოუწევთ მინიმუმ ერთხელ მაინც ... Read More »

Scroll To Top