Category Archives: პლანეტები სახლებში

ნათალური მზე VIII სახლში

“სულიერი აღორძინება“ ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ომია და ისინიც მთელი ღირსებით და სერიოზულობით იბრძვიან. ცხოვრებისადმი დამახასიათებელია მაქსიმალისტური დამოკიდებულება _ „ფარით ან ფარზე“.  ხშირია მიდრეკილება სისასტიკის მიმართ. დაჯილდოებულნი არიან შემოქმედებითი გონებით. სექსს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის თვითსრულყოფისკენ ისწრაფვიან. საერთოდაც, ცდილობენ ყველაფერში სრულყოფილებას მიაღწიონ. დაუღალავად ილტვიან სულიერი სიმაღლეების დაუფლებისკენ. თუ ამ ბრწყინვალე გაელვების პოვნა და დაჭერა მოახერხეს, ყოველგვარი შიშისგან თავისუფლდებიან და სულის ყველაზე ღრმა შრეების დონემდე აბსოლუტურად მოუწყველადი და დაუმარცხებელები ხდებიან იქამდე, სანამ სამართლიანობის პრინციპის ერთგულები იქნებიან. აქტიურად ინტერესდებიან ეზოთერიკით, სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხებით. ადრეულ ბავშვობაში შეიძლება სირთულეები შეექმნათ მამასთან ურთიერთობაში. ძალიან მაღალი სასიცოცხლო ძალები აქვთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უღვთოდ ხარჯავენ. ... Read More »

ნათალური მზე VII სახლში

„მეგობრობა“ ამ ადამიანის ცხოვრება და ბედი მთლიანად დამოკიდებულია გარშემომყოფებზე  და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები კოლოსალურ როლს ასრულებენ მის ცხოვრებაში. ყველაზე უკეთ თანამოაზრეების დახმარებით მოქმედებს. ძლიერი, უნარიანი და ლოიალური მეგობარია, რომელიც ანალოგიური ტიპის ადამიანებს იზიდავს. კარგი ხასიათი აქვს, ამიტომაც გარშემომყოფთა სიყვარულით სარგებლობს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ამ სახლის მზისთვის  ქორწინებაა. ყოველი გატაცებისა თუ შეყვარებისგან ბევრ სარგებელს იღებს.  ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს, რადგან მტკიცე და მუდმივი მიჯაჭვულობით ხასიათდება. ამიტომ, მას  ერთგული და ძლიერი პარტნიორი სჭირდება. ქორწინების შემდეგ წარმატების შესაძლებლობები ერთი-ორად იზრდება. ხშირად მეუღლე გამდიდრებასაც უწყობს ხელს.  ცხოვრების თანამგზავრი უმეტესად კარგი წარმომავლობისაა. მზის დაზიანებისას, შეიმჩნევა უთანასწორო პარტნიორული ურთიერთობები. ამაყი, მაგრამ დიდსულოვანი ... Read More »

ნათალური მზე VI სახლში

„შრომისუნარიანობა“ უაღრესად პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან.  შესანიშნავი მუშაკები, რომლებიც სამართლიანად ამაყობენ თავიანთი მიღწევებით.  ერთგული და თავდადებულები. ძალიან აფასებენ სხეულის სილამაზეს, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჰიგიენასა და სწორ კვებას. ემოციური კეთილდღეობისთვის  აუცილებელია,  ცხოვრება დადგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობდეს. ადამიანებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ეხმარებათ ფიზიკური სისუსტეების და უგუნებობის გადალახვაში. გარშემომყოფთაგან გამოირჩევიან დაძაბული შრომისა და დახმარების უნარით. მეტიც, მათი თვითშეფასება ხშირად უკავშირდება შესრულებული სამუშაოს ოდენობას. მკაცრი და ავტორიტარული ხელმძღვანელები არიან. ხელქვეითთა როლში კი განსაკუთრებულ პრივილეგიებს, უფლებებსა და აღიარებას მოითხოვენ. ყოველთვის ინსტინქტურად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ხშირად იზიდავთ მედიცინასთან დაკავშირებული პოფესიები. თუმცა გამოჯანმრთელებისთვის, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდებათ. მათი სასიცოცხლო ძალები რამდენადმე შემცირებულია. აღინიშნება დისტროფიული და ქრონიკული ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილების ... Read More »

ნათალური მზე V სახლში

„პირადი მომხიბვლელობა“ ძლიერი, პოპულარული, სიამოვნების მოყვარული, კონსტრუქციული ხალხია.  იღბლიანი სასიყვარულო კავშირები. ცხოვრების განმავლობაში უამრავი რომანტიული თავგადასავალი ელით. მშვენივარად იციან და გამოსდით ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ საკუთარი შვილები ცოტა ან საერთოდ არ ჰყავთ. ბავშვებთანაც მხოლოდ მაშინ ურთიერთობენ როდესაც თვითონ სიამოვნებთ და შესაბამისი განწყობა აქვთ. გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან, პატივმოყვარე და ამბიციურები. გამოკვეთილად უყვართ და აინტერესებს მუსიკა,თუმცა ცდილობენ ყველგან გამოავლინონ  შემოქმედებითი ტალანტები. უამრავი მეგობარი ჰყავთ. მათთვის აუცილებელია სხვების აღტაცება და ყურადღება დაიმსახურონ. არც ისე იშვიათად ბრმა თავდაჯერებისა და თეატრალურობის გამო ბევრს რისკავენ და თავს საფრთხეში იგდებენ. სახიფათოა სულიერ ექსჰიბიციონიზმისა და ადამიანების ექსპლუატაციისკენ მიდრეკილებათა განვითარება. ვნებიანი და ცხარე საყვარელია, რომელსაც შეუძლია ყოვლისმომცველ ვნებებს იმავდროულად საყვარელი ადამიანისადმი ... Read More »

ნათალური მზე IV სახლში

„ოჯახური კერის ერთგულება“ ძალიან მყარი კავშირები აქვს მშობლებსა და შვილებთან. არასწორი განვითარების შემთხვევაში,  სურვილი უჩნდება, ნაადრევად დატოვოს მშობლიური სახლი. ასეთი ადამიანი მეტად სერიოზულად ეკიდება ქონების დაგროვებას და სათუთად უფრთხილდება არსებულ საკუთრებას. მკვეთრად არის გამოხატული მიდრეკილება თავდაცვისკენ. ძლიერი განვითარებული გაუცნობიერებელი სურვილი აქვს, ყოველთვის იმყოფებოდეს უსაფრთხო გარემოში. ასეთი ადამიანი მტკიცედ არის მიჯაჭვული საკუთარ ფესვებს. მას ძალიან სურს საკუთარი სახლი ჰქონდეს და ოჯახი გააბედნიეროს.  სურს ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი შეხედულების მიხედვით იქცეოდეს. ცხოვრების დაისისკენ მისი სწრაფვები, იმედები და სურვილება ხორცს ისხამს. მათი ცხოვრება ხასიათდება შესამჩნევი ფინანსური წარმატებებით. მიდრეკილები არიან ფერმერობისკენ: ყიდულობენ მიწას, იშნებენ საკუთარ სახლს. ეს კარგი მდებაორებაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ასევე ხელს ... Read More »

ნათალური მზე III სახლში

 „კომუნიკაბელურობა“ ასეთ ადამიანს კარგად გამოსდის გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა. მეცნიერული აზროვნების სტილი აქვს. ოპტიმიზმი ჰარმონიულად ერწყმის  მოქნილობას. საჭირო მომენტში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დიდი ალბათობით, კარგი ორატორი და მწერალია. უყვარს მოგზაურობა. ხალისით ერთვება მის გარშემო მიმდინარე პროცესებში.  ბედნიერი ბავშვობა აქვს.  ან მიუკერძოებელია და თავი ხელში უჭირავს ან პირიქით, ქედმაღალია და მიდრეკილია გარშემომყოფებზე დომინირებისკენ. ცდილობს საკუთარი თავი ინტელექტუალურ სფეროებში გამოავლინოს. დამახასიათებელია ფართო სამეცნიერო ინტერესები და მრავალფეროვანი ცოდნით გამდიდრებისკენ  მიდრეკილება. ყოველთვის ინტერესდება ახალი ნივთებითა და მოულოდნელი ამბებით. საზრიანი და შემოქმედებითი გონება აქვს. წარმატებისა და დიდების მისაღწევად მოხერხებულად იყენებს თავის გონებრივ შესაძლებლობებს. ძლიერი ლოგიკა და მეხსიერება აქვს. ხშირად განმანათლებლის როლს ასრულებს გაშემომყოფთათვის. ძალიან სახიფათოა ხასიათში ... Read More »

ნათალური მზე II სახლში

ფინანსები ეს ადამიანი მუდამ ფასეულობათა ძიებით არის დაკავებული.  უნარი აქვს პირდაპირი მნიშვნელობით „მიიზიდოს“ ფული, თუმცა შეიძლება დიდხანს არც უჩერდებოდეს ხელში. ძალიან უყვარს ფუფუნება და ბრწყინვალება, რადგან  საკუთრებაში არსებული ნივთები პირდაპირ უკავშირდება მის პიროვნულ თვითშეფასებას. გავლენიანი მეგობრები ჰყავს. როგორც წესი, წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი  ოჯახიდანაა. ფინანსური კეთილდღეობა მისი ერთ-ერთი ძირითადი ცხვრებისეული მიზანია.  მისი მთავარი ამოცანა _ უზრუნველყოს ფულისა და საკუთრების მუდმივი შემოდინება არამხოლოდ  სიამოვნების, არამედ, ზოგადად, ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მნიშნველოვანია არსებული სიმდიდრის გადანაწილების საკითხის მოგვარებაც. ისინი ყოველთვის  ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ილტვიან.  სტაბილური შემოსავალი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ფიქრობენ, რომ ყურადღების მიპყრობა მხოლოდ სიმდიდრით შეუძლიათ. გარდა ამისა, მატერიალური კეთილდღეობა ადამიანებით მანიპულირების  საშუალებასაც აძლევს, ... Read More »

ნათალური მზე I სახლში

„სიცოცხლისუნარიანობა“ სულით ძლიერი, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები არიან. თითქმის ყოველთვის თავს ბედნიერად გრძნობენ, განსაკუთრებით ბავშვობაში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და ძლიერი აღნაგობით. თვალშისაცემი ლიდერული თვისებები მარტივად მიგახვედრებთ, რომ ურთიერთობაში უყვართ დომინირება. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტები და ექსტრავერტები სავსენი არიან გამბედაობითა და სიმამაცით. ყოველთვის ზუსტად იციან, რა უნდათ და არაფრის წინაშე დაიხევენ უკან. ლოგიკურად, ეგოცენტრიზმის, მედიდურობისა და დიქტატორობის საფრთხეც საკმაოდ მაღალია. არანაკლებ სახიფათოა ზედმეტი თავგამოდება, ცრუ ამბიციები, ძალაუფლება და ამპარტავნება. უაღრესად ფხიანი და ინიციატივიანი ადამიანები არიან. ძლიერი ნება, თავდაჯერება და სასიცოცხლო ძალები ყოველთვის ეხმრებათ სურვილების განხორციელებაში. ეს ჭეშმარიტი ლიდერის მდებარეობაა, რომელსაც ვერ შეაჩერებს  სხვა ადამიანების აზრი და სურვილები. ისინი უდიდესი ენერგიითა და თვითრეგენერაციის ... Read More »

სატურნი

ასტროლოგიაში სატურნი წარმოადგენს საკმაოდ მთავარ და საჭირო პლანეტას. ძველად ადამიანებისთვის არ იყო ცნობილი ყველა პლანეტა, მაგალითად, როგორიცაა: ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ამიტომ სატურნი ითვლებოდა ყველაზე შორეულ პლანეტად მზის სისტემაში. ამასთან არის დაკავშირებული სატურნის ასტროლოგიური ხარისხი – დასასრული, დრო, ვალდებულება, სტრუქტურა. თანამედროვე ასტროლოგიაში სატურნი უკვე აღარ არის უკანასკნელი/ბოლო პლანეტა მზის სისტემაში. მზისგან სატურნის დაშორება შეადგენს 9, 54 ასტრონომიულ ერთეულს.ორბიტაზე თავის წრეს ის გადის დაახლოებით 29,5 წელიწადში (დედამიწისეული წელიწადი, რა თქმა უნდა). თუმცა სატურნის ორბიტა სულაც არაა წრის ფორმის, რადგანაც ორბიტის ექსცენტისისტი (იხ. სატურნი )შეადგენს 0,056-ს. სატურნს აქვს საკმაოდ ბევრი თანაგზავრი, მაგრამ თავად პლანეტის განსაკუთრებულობა სულაც არ გამოიხატება იმდენად ამ თანაგზავრებით, რამდენადაც ... Read More »

იუპიტერი

წყარო: კეფერი იუპიტერი – ყოფიერების სისრულის პრინციპი, ყველა ძალის ცენტრი, რომელიც მიმართულია სრულყოფილი ცხოვრებისკენ და მაღალი დონის არსებობის კავშირზე. მეტაფიზიკურად _ ეს გონებაა. ასტროლოგიურად ახდენს ბედნიერების, სამართლიანობის, სულიერების, სულიერი და ფიზიკური სიკეთის სიმბოლიზებას. ჰოროსკოპში არის ჯანმრთელობის, სიცოცხლით სიხარულის, ოპტიმიზმის, სიმდიდრის, კეთილშობილების, კეთილისმყოფელობის, ერთგულების, ჰუმანიზმის, სიბრძნის და სამართლის სიყვარულის მანიშნებელი. დაზიანებისას აღნიშნავს ბოროტებას, რომელიც გამომდინარეობს ჰიპერტროფირებული სიკეთიდან, თვალთმაქცობას (ფარისევლობას), ტკობის (ავხორცობის) ვნებებს (ლტოვლას), საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასებას, დიდგულობას, ქედმაღლობას, ყოყოჩობას, იუპიტერის ყველა დადებითი თვისებების დამახინჯებას. და მაინც, მთლიანობაში, ასეთი ადამიანები ცუდები არასდროს არიან . მათთვის უხეში მოქმედებები მუდამ უცხოა.  ჰერმენტიკის სიგნატურები სტიქია: ჰაერი, სითბო-სიმშრალე. ზოდიაქოს ნიშანი: მშვილდოსანი, თევზი. ტონი: G ფერი: ... Read More »

Scroll To Top