Category Archives: ბედის ბანქო

ბედის ბანქო – დამა აგური

(15 იანვარი; 13 თებერვალი; 11 მარტი; 9 აპრილი; 7 მაისი; 5 ივნისი; 3 ივლისი; 1 აგვისტო) ფილანტროპის ბანქო. დამა აგური თავისი ფასეულობების სისტემაში ძალიან გაუბედავი პიროვნებაა, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები (მომავალში რით და როგორ იცხოვროს) ხშირად იჩენს თავს.  ამ ადამიანს მრავალფეროვნება უყვარს, თავის ნიჭერებითა და გამომგონებლობითი უნარებით ბევრს აღწევს თუ მთლიანად არ არის მატერიალურზე ფიქრით მოცული, რადგან ფულის გამო განცდები და შფოთი მისთვის ჩვეული მდგომარეობაა. Read More »

ბედის ბანქო – დამა ჯვარი

(28 იანვარი; 26 თებერვალი; 24 მარტი; 22 აპრილი; 20 მაისი; 18 ივნისი; 16 ივლისი; 14 აგვისტო; 12 სექტემბერი; 10 ოქტომბერი; 8 ნოემბერი; 6 დეკემბერი)  თანდაყოლილი ინტუიციის ბანქო. ყველა დამა არსით დედაა. აქვთ გამორჩეული ინტუიცია და მოწოდებულნი არიან სხვების მსახურებისა და დახმარებისთვის.  დიდ ინტელექტს ფლობენ და ამიტომ მიდრეკილნი არიან ადმინისტრაციული, გამომცემლობითი საქმიანობისაკენ, ხოლო ყველაზე პროგრესულები – ექსტრასენსორული საქმიანობით არიან დაკავებულნი. Read More »

ბედის ბანქო – მეფე ყვავი

1 იანვარი ზოგადად მეფეების მიმოხილვა  პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრი მშობელი თავისი შვილის დაბადების დღედ იანვარს აფიქსირებს, მაშინ როცა ის იბადება 31 დეკემბერს. თუ ნამდვილად 1 იანვარს დაიბადეთ, სქესის მიუხედავად თქვენ ხართ ყვავის მეფე! Read More »

ბედის ბანქო – დამა ყვავი

2 იანვარი ყველა მასტის დამის მიმოხილვა  დამა ყვავს მეფე ყვავთან აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანს მხოლოდ ერთ რიცხვში დაბადებული ადამიანები მიეკუთვნება ბანქოს დასტაში, ორივე ძლიერი ადამიანის სიმბოლოა (თუმცა მეფეს ჩამოუვარდება ძლიერებით). სქესის მიუხედავად ამ ბანქოს წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ თავიანთ ძალასა და პასუხისმგებლობას, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად. Read More »

ბედის ბანქო – 10 ყვავი

4 იანვარი; 2 თებერვალი  10-იანების ზოგადი დახასიათება 10 ყვავის წარმომადგენლები ძალიან გვანან ტუზებს, ისინი შეიცავენ 1-იანს (10=1+0). ისინი შესაძლოა ძალიან ეგოცენტრულები და ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ამასთან მუდამ სულიერების ძიებაში არიან, განუწყვეტლივ ეძებენ ცხოვრების აზრს და ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხებს. სხვა ადამიანებს ძალიან ცოტა დროს უთმობენ. Read More »

ბედის ბანქო – 9 ყვავი

(5 იანვარი; 3 თებერვალი; 1 მარტი) ნებისმიერ დასტაში არის 3 კარტი, რომელიც ყველას აშინებს: 9 ყვავი, 6 ყვავი და ტუზ ყვავი. ისინი ე.წ. სიკვდილის ბანქოებია. სინამდვილეში 9 ყვავი (ისევე, როგორც სხვა ცხრიანები) დასასრულის მაუწყებელია. როდესღაც ყველა მივდივართ ბუნებრივ აღსასრულამდე, იქნება ეს ურთიერთობა, სწავლა, თუ სამსახური… Read More »

ბედის ბანქო – 8 ყვავი

6 იანვარი; 4 თებერვალი; 2 მარტი ყველა რვიანი არის უდიდესი ძალების გამოხატულება ნებისმიერ საქმიანობაში და ყველაზე ძლიერი კარტი. უყვართ დაკვირვება, თუ როგორ იღებს მათი შრომა სასურველ ნაყოფს. თუმცა თავისი ძალები შესაძლოა არასწორი მიმართულებითაც მიმართონ. მთელი ცხოვრება  უწევთ არჩევანის წინაშე ყოფნა და მათი მისიაც დიდი უნარების სწორად წარმართვაში მდგომარეობს. Read More »

ბედის ბანქო – 7 ყვავი

(7 იანვარი; 5 თებერვალი; 3 მარტი; 1 აპრილი) 7–იანი პირველია სულიერების რიცხვებს შორის, მეორე სულიერების ციფრია 9. ციფრი 7 მრავალ რელიგიასა და კულტურაში სულიერების მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა: არსებობს 7 ხილული პლანეტა, კვირის 7 დღე, 7 ჩაკრა და სხვა. Read More »

ბედის ბანქო – ჯოკერი

31 დეკემბერი  მასხარა, სულელი. მას ტაროს არცერთ დასტაში არ აქვს ნუმერაცია, შეესაბამება – 0. ამ ბანქოს ადამიანებზე ბევრი არაფერია სათქმელი. ხშირად მშობლები, წლის დაზოგვის, თუ სხვა მოტივებით ბავშვის დაბადების დღეს წლის დასაწყისში – 1 იანვარს აფიქსირებენ, მაგრამ ჯოკერი სხვაში არ აგერევათ. Read More »

ბედის ბანქო – 6 ყვავი

(8 იანვარი; 6 თებერვალი; 4 მარტი; 2 აპრილი)  ნებისმიერი 6-ის ქმედების სფეროა კარმა და კანონები, ზოგიერთი კი ამას ისე მწვავედ შეიგრძნობს, რომ ეშინია, სხვა ადამიანებთან ვალში დარჩენის, რადგან კარგად ესმის, რომ ყველაფრისთვის საჭიროა გადახდა.  ზოგიერთი მათგანი კი ცდილობს ამ კანონებსა და ვალდებულებებს გაექცეს, თუმცა ამგვარი ქმედება მათთვის არათუ კარგის მომტანი, არამედ ახალი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება. Read More »

Scroll To Top