Category Archives: ქართული

კავკასიური მითოლოგია – ავადმყოფობის გამომწვევი ღვთაებები

სურათზე: ოქროს ბეჭედი კრეტიდან, რომელზეც რიტუალია (ცეკვის სახით) გამოსახული. ავადმყოფობის გამომწვევი ღვთაებები და მათთვის განკუთვნილი რიტუალები კავკასიელთა მითოლოგიურ წარმოდგენათა სისტემაში ექცევა დაავადებებთან დაკავშირებული რწმენები და რიტუალები. ძველი ადამიანები სამყაროს განუყოფელ ნაწილად შეიგრძნობდნენ თავს და მათი ცხოვრებაც უშუალოდ უკავშირდებოდა მთელი სამყაროს წრე-ბრუნვას. რაც კი გააჩნდათ ამქვეყნად, ყველაფერი ღვთაებების ბოძებულად წარმოედგინათ და ღვთაებათა სურვილით ეძლეოდათ, როგორც სიკეთე, ისე სიძნელეები. Read More »

ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

სურათზე:  ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იბერიელთა ქალღმერთი ელხი. თარიღდება ძვ. წ.აღ-მდე IV საუკუნით. აღმოჩენილია 1897 წელს, ესპანეთში. ამჟამად ესპანეთის ნაციონალურ არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. დასაწყისი: კავკასიური მითოლოგია – ქალღმერთი დიდი დედა ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში კავკასიელთა ფოლკლორში არიან ქალები და ქალღვთაებები, რომლებიც რაღაც ნიშნით მაინც მიემართებიან დიდ დედას. ყველა ის ნიშანი, რაც ამ პერსონაჟებს ცალ-ცალკე ახასიათებთ, დიდი დედის ერთიან სახეში იყრიდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ გარემოში სხვადასხვა დატვირთვა აქვთ, ისინი ფუნქციურად და სახეობრივად გვანან ერთმანეთს. ამ პერსონაჟთა ღვთაებრივი ძალა გარეგნულ ნიშნებშიც გამოიხატება. მათ აქვთ ქათქათა, სხივმფენი სხეული, გრძელი, ოქროსფერი თმები (ხშირად სასიცოცხლო ძალის შემცველი), გარდასახვის უნარი, სხეულის დიდი ან ზედმეტად ... Read More »

კავკასიური მითოლოგია – ქალღმერთი დიდი დედა

სურათზე: კიბელე — წარმოშობით ძველი ფრიგიული ღვთაება, დიდი დედა, მიწიერ არსთა მშობელი, ბუნების ამყვავებელი, განმანაყოფიერებლი და ამაღორძინებელი (ქანდაკება: მადრიდი. ესპანეთი). იმისათვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენდა ქალღმერთის _ დიდი დედის კულტი კავკასიაში, გავეცნოთ იმ საერთო ნიშნებს, რომლებითაც ხასიათდებიან მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიებში დედა ღვთაებები და რაც მოგვეხმარება მისი ზოგადი სახის წარმოსახვაში. ყველა ხალხის მითოლოგიურ-რელიგიური სისტემის პირველ საფეხურზე იგულისხმება ქალღმერთის _ დიდი დედის კულტის არსებობა, რომელმაც უნივერსალური სახე მიიღო. არქაული ხანის ადამიანთა წარმოდგენით, მას სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა გააჩნდა. ამიტომ ბუნების ყველა სფეროში გაბატონდა და მრავალფუნქციურ მითოსურ სახედ ჩამოყალიბდა, რომელიც ნაყოფიერებასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებულ სფეროს განაგებდა. როგორც წესი, დიდ დედას უკავშირებდნენ მიწას (ზოგჯერ აიგივებდნენ მასთან), ... Read More »

ჩხუდანი

ჩხუდანი (სტატია აკაკი გელოვანის წიგნიდან „მითოლოგიური ლექსიკონი“) ჩხუდა(ნი) – სვ.(ჩხუტ – კენჭი, ქვა) – წმ. ქვა, სახლის კერპი, კა, ვითინი, ფიქალის დაფა, „ქორა მეზირ“ (სახლის სალოცავი), „ბაჩი გვიგვ“ (ქვის გული), ნივთიერი კულტურის ძეგლი, ქალთა სალოცავი, ანთროპომორფული ღვთაების საკულტო განსახიერება სხვადასხვა ფორმისა. დღესაც ინახება ზოგი ძვ. სახლის სარდაფში, გომურში, სადაც გარკვეულ დროს ლოცვით მიმართავენ მორწმუნენი, როცა ქვა წყრება. მკვლევარი ბ.კოვალევსკი არ ცდება, როცა ამ ქვას „კას“ უწოდებს, რადგან „კა“ სვანურად ფიქალის ფიცარია. მაგრამ ცდება, როცა მას უძვ. წინარერელიგიურ ფეტიშად ვლის. სვ.მით-ში უდავოდ არის ქვის კულტი – შავი ქვის მაგიიდან ქვის ქრისტ. ჯვარის ჩათვლით, მაგრამ სალოცავი „ბაჩი გვიგვ“, ჩხუდანის სახესხვაობა, უკვე წარმართული ... Read More »

ს. მაკალათია – ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში

(სურათზე: ილორის წმინდა გიორგის ხატი. დაცულია ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში). სერგი მაკალათია   ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში   ქრისტიანობის წინამორბედ წარმართ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ღვთაება მირსას ან მითრას ეჭირა. მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო; მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო. როგორც მითრაიზმის შესახებ არსებული წყაროებიდან და საკმაო დიდი მეცნიერული ლიტერატურიდან ჩანს, ამ ღვთაების კულტის გავრცელების ისტორია შესაძლებელია ორ ხანად დაიყოს. Read More »

Scroll To Top