Category Archives: მიმდინარე პროგნოზები

შავი მთვარე (ლილიტი) ლომში (04.03.2014 – 28.11.2014)

შავი მთარე (ლილიტი) ლომში 4 მარტს 21:01 სთ-ზე გადადის და 28 ნოემბრამდე დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას შემოქმედებასთან, ძალაუფლების საკითხებთან, ჩასახვასთან, ბავშვებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან (არაფორმალური), სიყვარულის გამოხატვასთან, აზარტულობასთან დაკავშირებით; შემოქმედებითი კუთხით ცდუნებებმა, ავტორიტეტობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ მოიმატოს. ლილიტი ლომის დადებითი ასპექტები მოიტანს – წარმატების, პოპულარობის, „სიტუაციის მეფობის“ ილუზიას. უარყოფითი ასპექტები – დამცირების ილუზიას, პროვოკაციებს ამბიციურობის გამოსავლენად. ივლისის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მეტი ყურადღება მართებთ მშობლებს ან/და იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვების აღზრდა-განათლებასთან კავშირი აქვთ. ეცადეთ შვილებთან, ბავშვებთან ურთიერთობაში ნაკლებად გამოავლინოთ სისასტიკე, გადამეტებული სიმკაცრე. აღზრდის დროს მეტად გამოიყენეთ შემოქმედებითი მხარე. შავი მთვარე ლომში შენიღბვას, როლების მორგებას, ამბიციურობას, ქედმაღლობას, შემოქმედებითობის ... Read More »

2014 წლის ქორწინებისთვის სასურველი პერიოდები

როგორც 2013 წლის ქორწინებისთვის ხელსაყრელი პერიოდების სტატიაში ვწერდით, ქორწინების თარიღის შერჩევა მთვარის ნიშნებისა და დღეების, ასევე კვირის დღეების შესაბამისად ხდება. უფრო ზუსტი თარიღის შერჩევისთვის კი ინდივიდუალური რუკების დახმარებით სასურველი პერიოდები უნდა ინახოს. Read More »

ნოემბრის პროგნოზი

ზოგადად ნოემბრის თვე არასტაბილურობით ხასიათდება როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე. 22 ნოემბრამდე მზე მორიელის ნიშანს სტუმრობს, რაც აძლიერებს ცვლილებების, ექსტრემალური სიტუაციების, კონფლიქტურობის ალბათობას. საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი მატულობს. კარგი პერიოდია კოლექტიური ურთიერთობებისთვის, საერთო საქმეების მოგვარებისთვის, სიღრმისეული კვლევისთვის, ანალიზისთვის, საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ა.შ. მეტად გააქტიურდება ისეთი საკითხები, როგორიცაა:  პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი (ან უფრო სიღრმისეულ ურთიერთობაზე გადასვლის ან მძაფრი განცდების გამო ურთიერთობის დასრულების), ძალაუფლების, პატივმოყვარეობის, სხვების მართვის (მანიპულირების), ლიდერობის საკითხები, ფინანსური საკითხები (სხვების რესურსები, მემკვიდრეობა, ბანკებთან და სადაზღვევო სისტემასთან ურთიერთობა), ეზოთერული და ოკულტური საკითხები. 22 ნოემბრიდან მზე მშვილდოსანში გადავა, რაც მგზავრობების, თავგადასავლების რიცხვს გაზრდის. იმატებს უცხო კულტურების გაცნობის სურვილი, ... Read More »

2013 წლის ოქტომბრის პროგნოზი

23 სექტემბერს (00:45 სთ-დან) მზე სასწორის გადაინაცვლებს და „სასწორების პერიოდი“ დგება, რომელიც 23 ოქტომბრის 10:10 სთ-მდე გასტანს. სანამ მზე სასწორშია – ზოგადი ფონი მშვიდი იქნება, ღია კონფლიქტებსა და ომს ნაკლებად უნდა ველოდოთ. კომპრომისებისა და შეთანხმებების დროა. კანონთან, წესრიგთან, ნებისმიერი სახის პარტნიორობასთან (რომანტიული, საქმიანი…) დაკავშირებული საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. კარგი პერიოდია კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად. ეთიკის, სამართლიანობისა და კანონის დაცვის მოთხოვნილება მატულობს. ამ პერიოდში ენერგია და რესურსები მიმართულია ჰარმონიისა და კომფორტის შესაქმნელად, ბალანსის დასაცავად. ამიტომ: იყავით დიპლომატიური სიტუაციების აგრესიულად გადაწყვეტის ნაცვლად კომპრომისი ეძიეთ კანონებსა და სამართლიანობას მეტი ყურადღება დაუთმეთ გამოიყენეთ დრო სასიყვარულო, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, შეხვედრებისთვის. დრო დაუთმეთ ურთიერთშეთანხმებებს, თანამშრომლობას, ხელოვნებასთან ... Read More »

მზე ქალწულში და მისი გავლენა ზოდიაქოს 12 ნიშანზე (23.08.2013 – 23.09.2013)

23 აგვისტოს ღამის დაახლოებით 3 სთ-დან მზე ქალწულში გადადის, ანუ „ქალწულების პერიოდი“ იწყება და 23 სექტემბრამდე გასტანს. რას შეიძლება ველოდოთ? როგორ ხასიათდება ეს დრო? ყოველ წელს, ამ პერიოდში საშუალება გვეძლევა მიზნების მისაღწევად ვიშრომოთ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოვავლინოთ – თუ „ლომის პერიოდი“ წარმოადგენდა შემოქმედებით აქტიურობას, ჰობის წინ წამოწევას, სცენაზე, საზოგადოების წინაშე გამოსვლას, ახლა უშუალოდ შესრულების პერიოდი დადგა. ოცნებებისა და დაგეგმვის დრო დასრულდა, ახლა  ჩვენი შემოქმედებითი მისწრაფებები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, მიზნებისთვის ვიშრომოთ. იზრდება ან სულიერი მოთხოვნილებები ან მატერიალური ღირებულებებისადმი მიდრეკილება; ასევე – ანგარიშიანობა, ყაირათიანობა, დეტალებსა და წესრიგზე ორიენტირება, კრიტიკულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისუნარიანობა. გამოიყენეთ ეს დრო: ინტელექტუალური საუბრებისთვის, შემეცნებისთვის კონკრეტული საკითხების მოგვარებისთვის საქმეების/დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ... Read More »

აგვისტოს თვის მოვლენები

აგვისტოს თვეში მოსალოდნელია იდეოლოგიური, რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების რღვევა, აღნიშნულ საკითხებზე კამათი, ავტორიტეტების (ლიდერების, დიქტატორების, გადამეტებული ძალაუფლების მქონე ადამიანების) შერყევა-შეცვლა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, საერთო ფინანსების კუთხით პრობლემები, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დაფიქრდეს რისი სწამს. ესაა გადაფასებების პერიოდი. პოლიტიკური და სხვა ტიპის აქციებისთვის არცთუ კარგი დროა. იდეოლოგიის, ავტორიტეტის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება ორგანიზებულობითა და პასუხისმგებლობით, გარკვეული საზღვრების დაწესებით. თუმცა რამდენად გვიღირს – საკითხავი ესაა. ამ პერიოდში მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ძალაუფლების მხრივ გადაჭარბებას – სულერთია ეს ოჯახში მოხდება, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში. ასევე – ფინანსური საკითხების მოგვარებას, შეთანხმებებს; შორ მანძილზე (საზღვარგარეთ) გამგზავრებას; რელიგიურ საკითხებზე უთანხოებებში მონაწილეობას. ფიზიკური ან ფსიქოლოგიური (უფრო ... Read More »

ლილიტი კირჩხიბში (9 ივნისი, 2013 წ. – 4 მარტი, 2014 წ.)

2013 წლის 9 ივნისს ლილიტი კირჩხიბში გადაინაცვლებს და 2014 წლის 4 მარტის საღამოს 21 სთ-მდე დარჩება. წინა პლანზე გადმოდის და ყურადღებას იქცევს: ფსიქოლოგიურ-ემოციური სტრუქტურა, სამშობლო, პატრიოტიზმი, ტრადიციები, ისტორიისთვის ყურადღების მიქცევა, მისი დამახინჯება. მოღალატეობა, გამცემლობა, ინფანტილურობა, ჭირვეულობა, წყენიაობა, სკანდალურობა, განწყობას აყოლა, პირადი უსაფრთხოება. ოკულტური მეცნიერებები; ოჯახური პრობლემები, მშობლიურ ოჯახს „მიწებება“ ან დაშორება, მშობლებსა და შვილებს (თაობებს) შორის დაპირისპირება. მსჯელობა მოიმატებს: ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე, ისტორიაზე, სამშობლოზე. შესაძლოა გამოვლინდეს ცრუ პატრიოტიზმი, გამიზნულად ან გაუაზრებლად ისტორიული ძეგლების, არქივის, ფაქტების დამახინჯება. პირად დონეზე ორი უკიდურესობა ხდება: ლილიტი კირჩხიბში დედობის, მზრუნველობის, ემოციური დაცვის, ქალურობის „შავ მხარეს“ ააქტიურებს, ანუ გადამეტებული ზრუნვა, შებოჭვა, კაპრიზულობა, პასიურობა, შიშები, განსაკუთრებით უარყოფის ... Read More »

სატურნის ტრანზიტი მორიელში – ტრანსფორმაცია (05.10.2012 – 23.12.2014)

05.10.2012-23.12.2014 15.06.2015-18.09.2015 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში სატურნი სასწორის ნიშნიდან მორიელში გადადის და 2014 წლის ბოლომდე დარჩება. სატურნის ტრანზიტზე მსჯელობა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, რაც განსხვავებული ხედვისა და ახსნის საშუალებას გვაძლევს. სანამ სატურნი სასწორის ნიშანს გადიოდა, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ურთიერთობების ხარისხზე. 2009 წლიდან ალბათ ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო პირადი, საქმიანი, სასამართლო ურთიერთობების შეფასება–გადაფასება. სატურნი სწორედ ამ სფეროებში „ფერად სათვალეს მოგხსნიდათ“  და რეალობას დაგანახებდათ. 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მოგიწევდათ  მიღწევების, მოლაპარალებების და ურთიერთობების (როგორც სასიყვარულო, ასევე ღია მტრებთან ურთიერთობაც) შეჯამება. როგორ გავიარეთ – შეზღუდვებით, ტკივილით, ჩაკეტილობით თუ ახალი ხედვის, პრინციპების, სისტემის ჩამოყალიბებით, ასევე რა ვისწავლეთ – მთლიანად ჩვენს ქმედებებზე იქნებოდა ... Read More »

ვენერა კირჩხიბში (3-27 ივნისი, 2013)

3 ივნისს ვენერა კირჩხიბში გადავიდა, რაც გააძლიერებს სიყვარულის, გაგების, ოჯახური სიტუაციების შექმნის სურვილს. ასევე – „ოჯახური სითბოს“ განცდას. სანამ ვენერა ტყუპების ნიშანს გადიოდა, მეტად კომუნიკაბელურები, აქტიურები, ცნობისმოყვარეები ვიყავით. ამასთანავე – ფლირტის, გართობისა და ჩვენს გრძნობებზე ხმამაღლა საუბრისკენ მიდრეკილნი. ურთიერთობები ადვილად და სწრაფად, ზედმეტი ჩაძიების გარეშე ეწყობოდა. ამჯერად კი შემდეგი თვისებების გააქტიურება ხდება: ემოციურობა, სითბო, სიყვარული, ზრუნვა, რომანტიულობა, მიკუთვნებულობა, ემოციური გაზიარება, ემპათია, დაცულობა (იმის დაცვა, რაც/ვინც გვიყვარს), წარსულის გახსენება, გემრიელი და ოჯახური საკვების მოთხოვნილება. ფლირტის ნაცვლად ოჯახსა და ურთიერთობებზე სერიოზულად ვიფიქრებთ. წინა პლანზე იწევს შეყვარებულობის (გვინდა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ), პარტნიორზე ზრუნვის, მისი დაცვის მოთხოვნილება. მეტად რომანტიულები, სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები ვხდებით. მიჯაჭვულობის ... Read More »

2013 წლის ნუმეროლოგია და პლანეტები

2013 წელი შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე რიცხვის განხილვით. ჯამური რიცხვი 2+0+1+3=6 რიცხვი 6 პლანეტა ვენერას შეესატყვისება. მესამე ათასწლეულის ნებისმიერი წელი იწყება ციფრით 2 რომელიც შეესაბამება პლანეტა მთვარეს. მიმდინარე წელი შეიცავს აგრეთვე რიცხვს 13, რომელიც შეესაბამება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. 13 ჯამში არის 1+3=4 პლანეტა მერკური გარდა ამისა, რიცხვი 13 მოიცავს მზეს (1) და მარსს (3) 2013 – ამ რიცხვში გვაქვს აგრეთვე 0. წლები, რომლებიც შეიცავენ ნულს დაკავშირებული არიან სიცარიელესთან, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნების, ულიმიტობის, უსასრულობის მაჩვენებელია. 2013 2+0+1+3=6 ვენერა 2 მთვარე 0 დიდი სიცარიელე 1 მზე 3 მარსი 13 ტყუპები 1+3=4 მერკური განვიხილოთ წლის მთავარი რიცხვი – 6 ასტრონუმეროლოგიაში ექვსიანი შეესაბამება პლანეტა ვენერას ... Read More »

Scroll To Top