Category Archives: პირადი ჰოროსკოპი

ნათალური მთვარე VIII სახლში

„ინტუიცია“  ასეთ ადამიანები შინაგანი უსაფრთხოების  ძლიერი მოთხოვნით გამოირჩევიან. მათში გამძაფრებულია წინააღმდეგობის გაწევის და პროტესტის განცდა. თუმცა დამახასიათებელია შესამჩნევი თავდაჯერებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არც ისე იშვიათად ფლობენ ექსტრასენსორულ უნარებს, ინტერესდებიან უჩვეულო საკითხებით _ მაგალითად, საიქიო ცხოვრებით. შესაძლოა ცხადი სიზმრები, ნათელმხილველური უნარები. მათი ოცნებები იმდენად რეალურია, ხშირად ჰალუცინაციურ ხასიათს იღებს. სიყვარულს და სექსს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. თუმცა უნდა გავაფრთხილოთ, რომ მგრძნობიარობა და სქესობრივი ცხოვრება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან ძლიერი ვნებები ხშირად დაშვებულის ზღვარს სცილდება და მთლიანად იმონებს ადამიანს. ენერგიის არასწორი გამოყენებისას, აღინიშნება საკუთარი სექსუალობის ბოროტად გამოყენება. შემოსავალს იღებენ პარტნიორის, დედის ან სხვა რომელიმე ქალის მხრიდან. ქორწინების შემდეგ ხშირად ეფლობიან სხვადასხვა ფინანსური ... Read More »

ნათალური მთვარე VII სახლში

„კონტაქტები“  ეს ადამიანი ყველასთან კარგ ურთიერთობაშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ძალიან მგრნობიარეა და ზუსტად გრძნობს პუბლიკას. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ძალაუნებურად ექცევა მათი გავლენის ქვეშ, რადგან საკმაოდ შთაბეჭდილებიანი და მარტივად შთაგონებადი პიროვნებაა. მაღალია სხვებზე ემოციური დამოკიდებულების განვითარების საფრთხე. ძალიან დაკვირვებული და ფრთხილია  პარტნიორის არჩევისას. არასწორ არჩევანს არაერთი უსიამოვნება მოჰყვება. ინტიმური და საქმიანი ხასიათის კავშირები არასტაბილურია. ძლივს იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეძლევა ამის შესაძლებლობა. ქორწინებამდე მიდის კონკურენტული ქიშპობის გავლით. ფრიად გავრცელებულია ნაადრევი ქორწინება, რაც განპირობებულია პარტნიორული ურთიერთობის ძლიერი შინაგანი მოთხოვნით. მაგრამ ნაადრევი ქორწინება არ არის წარმატებული, რადგან სხვა ინდივიდთან ურთიერთობის აწყობას მოწიფულობა სჭირდება. შეიძლება მიიზიდოს ძალიან მგრძნობიარე პარტნიორი, რომელიც ... Read More »

ნათალური მთვარე VI სახლში

„ადაპტირებადი“ რადგან თავად ბრწყინვალე მუშაკია, სხვებისგანაც შრომისმოყვარეობის აქტიურ გამოვლენას ელის. ყურადღებიანია და თითქმის დედობრივ მზრუნველობას ავლენს ხელქვეითებისა და თანამშრომლების მიმართ. სიამოვნებით და დროულად ემსახურება ადამიანებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გამასპინძლებას ეხება. კარგი მზარეულია. დროდადრო ჩვევებს იცვლის. მომატებული ნერვული დაძაბულობა შეიძლება ფსიქოსომატურ დაავადებებში გადაიზარდოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია და უშუალოდ არის დაკავშირებული მენტალურ და გრძნობით სისტემასთან. ხშირია მიდრეკილება იპოქონდრიისკენ. ემოციები დიდ გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე და არსებითად განსაზღვრავს დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან. ასეთ ადამიანს ხშირად უწევს სამუშაო ადგილის შეცვლა. ამ მთვარის მფლობელი ხელმძღვანელი დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს მუშაკებს, ხელქვეითი კი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, თუ მთვარე ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ ... Read More »

ნათალური მთვარე V სახლში

„თეატრალობა“ ასეთი ადამიანი ძლიერი ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გარშემომყოფებისადმი სიყვარულს და ბავშვების ყოლის სურვილს ეხება.  რომანტიული და სენტიმენტალურია, მიდრეკილია მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ინტიგებისკენ, მუდამ სიამოვნების ძიებაშია. საოცარი მომხიბვლელობისა და პოეტური ნიჭის მფლობელია. იშვიათად, რომ შვილები არ ჰყავდეს. კარგი მშობელია, თუმცა მიდრეკილია შვილები მიიჯაჭვოს. მართალია, ბავშვები ძლიერ უყვარს, მაგრამ მათზე ზრუნვა შესაძლოა მხოლოდ კვების საკითხებითა და მათ გარეგნობის მოვლით შემოიფარგლოს. მარტივად და სწრაფად მიაღწევს წარმატებას პედაგოგიურ კარიერაში, ასევე თეატრალურ და სპორტულ ასპარეზზე. საბირჟო სპეკულაციებში იღბალი ცვალებადია, ამიტომ წარმატების ალბათობაც დაბალია. უყვართ რისკი, თუმცა იშვიათად იგებენ. ემოციურ იმპულსურობას ხშირად მიჰყავს სრულ კრახამდე აზარტულ თამაშებში. რომანტიული განცდები დაკავშირებულია ღრმა ემოციურ მოთხოვნებთან. ისინი ყოველთვის ... Read More »

ნათალური მთვარე IV სახლში

„ოჯახური კერის სიყვარული“ ამ მზრუნველ ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი სახლი, ოჯახი, სამშობლო და მიწა. მკაცრად იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. შთამომავლობის გაგრძლების თემას ბოლო ადგილი ნამდილად არ უკავია მის გონებაში. უყვარს ანტიკვარიატის კოლექციონირება. სათუთად უფრთხილდება ოჯახურ რელიქვიებს. ძალიან  ეგოცენტრულია და საკმაოდ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს „მე“ და „ჩემი“ ნაცვალსახელების მიმართ. დაღლილობისას, რეალობას შორდება, საკუთარ სამყაროში განმარტოვდება, რომელიც თითქმის ყოველთვის მის სახლში მდებარეობს. ის ოჯახისთვის არის დაბადებული. დედის გავლენა ძალიან ძლიერია. საერთოდაც, მთელი ცხოვრება მშობლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ცხოვრების დასასრული მნიშნველოვანი ოდენობის ფულის შემოდინებით აღინიშნება. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული ქონებრივი დანაკარგები განიცადოს მოტყუების, ქურდობის ან თაღლითობის შედეგად. ხშირად ინტერესდება საკუთარი გვარისა და ... Read More »

ნათალური მთვარე III სახლში

„ექსპრესიულობა“ შფოთიანი, დრამატული, ცნობისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ადამიანია. უყვარს წარსულის მოგონება, სიამოვნებით იხსენებს და განიხილავს ცხოვრებაში გადამხდარ  ფაქტებს.  მარტივად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. ბავშვებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პატარები ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. არც ისე იშვიათად  იცვლის საგანმანათლებლო ადგილს. სწავლა გართულებულია კონცენტრაციის უუნარობის გამო. თუმცა კი სწავლა და სხვების მოსმენა ძალიან უყვარს. შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ვერ იტანს რუტინულ საქმეს. მეტყველება და აზროვნება დიდად არის დამოკიდებული ადრეულ ბავშვობაში განცდილ და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ემოციურ ფაქტორებზე. გონებისა და აზროვნების  წყობა განპირობებულია ემოციური ცრურწმენებით. ასეთი ადამიანები კარგად ითვისებენ სხვის აზრებსა და იდეებს, რის გამოც ძლიერი მიდრეკილება აქვთ პლაგიატისკენ. უყვართ ფართო აუდიტორია, მრავალრიცხოვანი ... Read More »

ნათალური მთვარე II სახლში

„შენაძენი“ ეს კარგი მუშაკია, რომელსაც ხელეწიფება სხვა ადამიანების ფასეულობათა სისტემის შეცვლა. ფინანსური საქმეები სავსეა ცვლილებებით და ყოველთვის მერყევ მდგომარეობაში იმყოფება. მდებარეობა ხელს უწყობს საზოგადოებრივ კავშირებსა და საქმიან კონტაქტებს ქალებთან. ფული შემოედინება დედის ან ქალების მხრიდან/დახმარებით. მატერიალური სიმდიდრესა და ფინანსებს დიდი მნიშვნლობა აქვს ემოციური უსაფრთხოებისთვის. ის შეიძლება ძალიან ძუნწი ან ძალიან ხელგაშლილი იყოს. ამიტომ, თავი უნდა არიდოს ამ უკიდურესობებს. ადვილად ეჯაჭვება ადამიანებსა და ფულს. არც ისე იშვიათად დაკავებულია არიან საზოგადოებრივი კვებისა და საოჯახოდ საჭირო ნივთების წარმოებით. ხშირად ზრუნავენ უბრალო ადამიანების საჭიროებებზე. დროდადრო მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ამასაც საკმაოდ არასტაბილური ხასიათი აქვს. ფული ადვილად მოდის და მიდის. შესაძლოა ახასიათებდეს გადაჭარბებული მიმნდობლობა, ... Read More »

ნათალური მთვარე I სახლში

“გარშემომყოფებზე დამოკიდებული” ემოციური, მგრძნობიარე და ცვალებადი ადამიანია. მის ურთიერთობებსა და საქმიანობაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მიმდინარე განწყობაზე, რომელიც სწრაფად და მკვეთრად ეცვლება. თუ ბუნებრივი სიმორცხვე გადალახა, სწრაფად მიაღწევს წარმატებას სოციუმში. საზოგადოებრივი აღიარება კი მისთვის ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა. ყოველთვის ცდილობს სხვებს აამოს და ძალიან განიცდის, როდესაც მის ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი აქვს დედასთან. მდიდარ წარმოსახვას ფლობს და მძაფრად რეაგირებს გარშემომყოფებზე. ფიზიკურად საკმაოდ აქტიურია, რაც გარეგნულად შესამჩნევი შფოთიანობითა და ქაოტურობით ვლინდება. რადგან გარშემომყოფებსა და გარემოზე ცვალებადი და კაპრიზული რეაქციები აქვს, მისთვის რთულია ერთ კონკრეტულ მიზანზე დაფიქსირება და ერთი მიმართულებით მოძრაობა. მისი შთაბეჭდილებიანობა პარანორმალურ უნარებს ესაზღვრება. უცნაური უნარი აქვს, ... Read More »

მთვარე თევზების ემოციური სამყარო

ერთი რამ უდავოა: ეს ყველაზე ემოციური ნიშანია ყველა მთვარის ნიშნებს შორის. რაც გარკვეულწილად აშფოთებს მთვარეულ თევზებს. ისინი აღსავსე არიან თანაგრძნობით და ადამიანების მიმართ სიმპათიით, უბრალოდ არ შეუძლიათ ზურგი აქციონ მას ვისაც მათი დახმარებას სჭირდება, ეხმარებიან მათ სიყვარულით და უანგაროდ. გარკვეულ მიზეზთა გამო ისინი მუდმივად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში როდესაც უწევთ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების კეთილდღეობაზე, გვერდში დაუდგნენ მათ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საზიანოდაც კი.  რომანტიული ურთიერთობები ანთებენ ვარსკვლავებს მთვარეული თევზების თვალებში. ნამდვილად სჯერათ იდეალი მონათესავე სულის მქონე ადამიანის არსებობის, ვისი ინდივიდუალურობაც ჰარმონიულად ერწყმის მათ როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურად და სულიერად. Read More »

მთვარე თევზებში

წყარო: http://www.aquarun.ru მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს: – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს; – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება; – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას; – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან; – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში; – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ მთვარე იმყოფება წყლის სტიქიის ნიშანში, სტუმრად ნეპტუნთან და იუპიტერთან. როგორც ჩანს, ეს მთვარისთვის ყველაზე საუკეთესო მდებარეობაა. საერთოდ, მთვარის წყლის ... Read More »

Scroll To Top